x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცოლის "დეგუსტაცია" და უძველესი "ვი#გრა": 10 დელიკატური ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ

image


ძველი ეგვიპტის შესახებ არაერთი ფაქტია ცნობილია, მაგალითად, გარდა იმისა, რომ ძველი ეგვიპტელები პარიკებს ატარებდნენ, ვიცით ფარაონების, სარწყავი სისტემების, იეროგლიფებისა და პირამიდების შესახებაც, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია: ის რამდენიმე რამ, რაც დღეს უკიდურესად ამაზრზენად გვეჩვენება, იქ რეგულარულად ხდებოდა.



საცდელი ქორწინება


image


ძველ ეგვიპტეში მეუღლის ეგრეთ წოდებული "გასინჯვა" ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლებოდა. მეუღლეებს ქორწილიდან ერთი წლის განმავლობაში დაშორება ორ შემთხვევაში შეეძლოთ - თუ მიხვდებოდნენ რომ საწოლში ერთმანეთისთვის შესაფერისები არ იყვნენ ან თუ გოგონა დაორსულებას ვერ ახერხებდა.




ძველეგვიპტური "სამზარეულო"


image


ხანდახან ეგვიპტელებს ხანგრძლივი შიმშილი უწევდათ. იმ წლებში, როდესაც წყალდიდობის წყალი საკმარისი არ იყო ან პირიქით, ძალიან ბევრი იყო, რაც სარწყავი სტრუქტურების მოშლას იწვევდა, ადამიანები ცილის ნაკლებობას კატასტროფულად განიცდიდნენ. ყველას არ შეეძლო პირუტყვის მოშენება, რადგან ეს საკმაოდ პრობლემური და ძვირადღირებული საქმიანობა იყო, ამიტომ "საქმეში" სირაქლემები, ზღარბები და ნიანგები ერთვებოდნენ.




კონტრაცეფცია


image


ამ მხრივ ძველი ეგვიპტელები საკმაოდ პროგრესული ხალხი იყვნენ. მათ ესმოდათ, რომ შელოცვები და ნაყენები მათ არასასურველი შთამომავლების დაცვისგან ვერ იხსნიდა, ამიტომ ხბოს ნაწლავებისგან ან სელისგან დამზადებული ზეწრები მათი კონტრაცეფციის საყვარელ საშუალებად იქცა.




ინტიმური ცხოვრება ინტიმური არ იყო


image


მაშინ როდესაც დიდი სახლების ქონის საშუალება მხოლოდ მდიდარ ეგვიპტელებს ჰქონდათ, მრავალწევრიანი, ღარიბი მოსახლეობა პატარა საცხოვრებლებში ძლივს იტევდა თავს, რის გამოც განმარტოების საშუალება ყოველთვის არ ჰქონდათ, თუმცა ძველ ეგვიპტეში არ იყო მიღებული გამრავლების პროცესზე უარის თქმა, ამიტომ მათ ზოგჯერ გვარის გაგრძელებაზე ზრუნვა ყველას თანდასწრებით, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე უწევდათ.



ძველი ეგვიპტის სამართალდამცავები აღიარებით ჩვენებებს "ცემით" იღებდნენ


image


სახელმწიფოს პოლიცია საკუთარ თავს უფლებას აძლევდა ეჭვმიტანილები რეგულარულად ეწამებინა და ეცემა. პოტენციურ კრიმინალებს ფეხის გულებზე ჯოხებს ურტყამდნენ და ელოდნენ, რომ ისინი არა მარტო დანაშაულს აღიარებდნენ, არამედ თანამზრახველებსაც გასცემდნენ. რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაზარალდა ასეთი პროცედურისგან უცნობია.




პროსტიტუცია საპატიო საქმიანობად ითვლებოდა


image


"სიყვარულის ქურუმებს" პატივს სცემდნენ, მეტიც, ეს საქმიანობა მაღალანაზღაურებადი იყო, რადგან ითვლებოდა, რომ გოგონები ნაყოფიერების ღმერთებს ემსახურებოდნენ. სხვა დანარჩენებისგან გამორჩევის მიზნით, გოგონები წითელ ტუჩსაცხს ისვამდნენ და სხეულზე ტატუს ატარებდნენ.



ძველეგვიპტური ვიაგრა


image


იმისათვის, რომ მამაკაცი საწოლში "შრომისუნარიანი" ყოფილიყო, მას საკუთარ "ღირსებაზე" ულაყის ოფლი ან აკაციის თაფლი უნდა წაესვა, თუმცა ეს მხოლოდ ბოროტი თვალისგან გათავისუფლების შემდეგ ხდებოდა. ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ თუ ადამიანს საწოლში აღაფრის თავი აღარ ჰქონდა, ე.ი მას ჯადო ჰქონდა გაკეთებული.





ტოტალური ინცესტი


image


ფარაონები ღმერთების შთამომავლებად ითვლებოდნენ, ამიტომ მათი ურთიერთობა ჩვეულებრივ მოკვდავებთან სასტიკად იგმობოდა. ძველ ეგვიპტეში სისხლთა შერევა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. მაგალითად, ტუტანხამონის მშობლები და-ძმანი იყვნენ.



მუმია, როგორც წამალი


image


მე-17 და მე-18 საუკუნეებში ევროპაში არსებობდა რწმენა, რომ მუმიფიცირებული ადამიანის ნაწილებს მრავალი დაავადებისგან განკურნება შეეძლო, ამიტომ ამ პერიოდში მუმიებისთვის სერიოზული რბოლა იყო გაჩაღებული. მუმიის ნარჩენებისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნაყენებს, ფხვნილებს, შემდეგ კი მათი გამოყენება საკვებშიც დაიწყეს.




"მომაკვდინებელი" მაკიაჟი


image


ძველ ეგვიპტელებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ტყვია და მისი ნაერთები უარყოფით გავლენას ახდენდნენ ჯანმრთელობაზე, სამაგიეროდ მათ შეძლეს იმის აღმოჩენა, რომ ასეთ "ლაინერს" თვალის ინფექციებთან ბრძოლაში მათთვის დახმარების აღმოჩენა შეეძლო. თვალის ინფექციები ძალიან გავრცელებული იყო ნილოსში არსებული მიკროორგანიზმებისა და ქვიშის თვალებში მოხვედრის გამო.




0
551
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
551