x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მკვლევარებმა დაადგინეს რა არის საიდუმლოებით მოცულ "ჯოჯოხეთის ჭის" ფსკერზე
image

ჯოჯოხეთი ჭა - ასე უწოდებდნენ ადგილობრივები ბარჰუტის ხვრელს. ეს უჩვეულო ღრმული იემენში უძველესი დროიდან არსებობდა, რომელმაც ტურისტებისა და სპელეოლოგების ყურადღება მიიპყრო.


ადგილობრივ მოსახლეობას სჯეროდა, რომ იქ სულთნის განძი იყო გადამალული და მათ ჯონები და გარდაცვლილი ადამიანები იცავდნენ, რადგან იქიდან "სასაფლაოს მსგავსი" სუნი ამოდიოდა.


რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოიფიქროთ ნებისმიერი სისულელე და ზღაპარი. მაგრამ ამ ზღაპრებს ჰქონდათ თავის საფუძველი. უზარმაზარ ორმოდან მართლაც გახრწნილი ლეშის უსიამოვნო სუნი ამოდის, ხოლო სულთნის საგანძურს ჰყავს თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი შორიდან დაინახეს.



საინტერესოა, რომ ორივე ლეგენდა ნაწილობრივ დადასტურდა.

მოდი ვნახოთ, რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა გიგანტური ღრმულის ფსკერზე.

image

რა თქმა უნდა, ხვრელის გარშემო მაშინვე დაიბადა ლეგენდები და იდუმალებით მოსილი საშინელი ისტორიები.


მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში არ იჩენდნენ დიდ ინტერესს ამ ჭის მიმართ, მაგრამ ორი წლის წინ სპელეოლოგები საბოლოოდ ჩავიდნენ ხვრელში და აიღეს ნიმუშები. საინტერესოა, რომ ადგილობრივი მოსახლეობაში გავრცელებული ზოგიერთი ლეგენდა დადასტურდა!


თავად ჭა კონუსის ფორმისაა. გარე ხვრელის დიამეტრი დაახლოებით 30 მეტრია. ფსკერისკენ ხვრელი ძაბრისებურად ფართოვდება - ფსკერის დიამეტრი უკვე 120 მეტრს აღწევს. მისი სიღრმე 112 მეტრი აღმოჩნდა.

image

ძაბრის პირველი შრე საკმაოდ ფოროვანია და აქ წყალი ჩაედინება. დაახლოებით შუა გზაზე, ფენა ხდება უფრო მკვრივი და შეუღწევადი. ამის შედეგად წარმოიქმნა ოთხი ულამაზესი ჩანჩქერი და სადაც მღვიმეში წყალია, იქ სტალაგმიტებია.

image

"სულთნის განძი" კი გამოქვაბულის მარგალიტი აღმოჩნდა. ის ფორმირებას იწყებს ფსკერამდე დიდი ხნით ადრე და პირველსავე შრეზე გვხვდება . როგორც ჩანს, ვიღაცეები ძველ დროში, მაინც რისკავდნენ და თოკის დახმარებით, მაინც ახერხებდნენ ზედა შრემდე ჩასვლას და მოიპოვებდნენ"განძს".



გამოქვაბულის მარგალიტები იქმნება მოლუსკების მსგავსად. თუმცა, მათ არ აქვთ იგივე საიუველირო ღირებულება.



ისინი წარმოიქმნება ჩანასახის გარშემო. ბირთვი ჩვეულებრივ ქვიშის მარცვალია, ზოგჯერ ხის ნაჭერი. ბირთვის ირგვლივ იწყება კალციუმის კარბონატის კრისტალიზაციის პროცესი და იბადება ასეთი მარგალიტი. ყველაზე ხშირად ისინი ჩნდებიან იქ, სადაც წყალი მუდმივად წვეთავს.

image

მხოლოდ ბარჰუტის გამოქვაბულის მარგალიტია ზურმუხტისფერ-ოქროსფერი შეფერილობის. და შორიდან ის ადვილად შეიძლება შეცდომით მოგეჩვენოთ საგანძურად.



ასევე გამოქვაბულის ფსკერზე გველები დასრიალებენ და სხვადასხვა ფეხსახსრიანები ბუდობენ, რომლებითაც გველები იკვებებიან.


"საფლავის სუნს" იწვევს ცხოველების ლეშები, ძირითადად ფრინველები, რომლებიც ძირითადად ფსკერზე არიან მიმოფანტული. . როგორც ჩანს, ჩიტები აქ სიცხისგან თავის დასაღწევად ჩაფრინდებიან ხოლმე და ძირში ჩაფრენისას ბევრი ვეღარ აგნებს უკან გზას ან ვეღარ ახერხებს ასეთი სიღრმიდან ამოსვლას.


გამოქვაბულის წარმოშობის შესახებ ორი ძირითადი ჰიპოთეზა არსებობს.


მიწისქვეშა ვულკანის კრატერი. ახლა მშვიდადაა, მაგრამ ოდესღაც ბობოქრობდა.


ბუნებრივი ჭა. ეს ხშირად ხდება მაშინ, როდესაც წყალი მილიონობით წლის განმავლობაში რეცხავს რამდენიმე შრეს და წარმოიქმნება მსგავსი უფსკრული. სავარაუდოდ, ასე მოხდა ერთ დროს "ჯოჯოხეთის ჭაშიც".

0
567
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0