ფოტოგრაფია ქუჩის 12 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველდღიურობაში არის რაღაც განსაკუთრებული 10 სექტემბერი, 8:40 რეალიზმი, დიდი და პატარა ქალაქების ქუჩები და ყველაზე ჩვეულებრივი ხალხი — სწორედ ამიტომ გვიზიდავს street–ფოტოები. გადაღების ეს ჟანრი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და მისი დამაარსებელი ფრანგი ფოტოგრაფი ანრი კარტიე — ბრესონია. დღეს ქუჩის ფოტოგრაფია პოპულარობის პიკზეა, რადგან ის ჩვენს ცხოვრებას ასახავს. ამ სურათების რედაქტირება მინიმალურად ხდება და არასოდეს არ არის დადგმული, რაც მათ კიდევ უფრო საინტერესოს და ღირებულს ხდის. აქ მთავარი — მომენტის დაჭერა, შემთხვევითობაა, თუნდაც ეს, ქუჩებში მრავალი საათის განმავლობაში, ხეტიალად ჯდებოდეს. მაგრამ, ნიჭიერმა ფოტოგრაფებმა იციან, როგორ უნდა ელოდონ და ბოლოს, ფოტოგრაფირებისთვის საჭირო კადრს აუცილებლად იჭერენ... ქუჩის ფოტოგრაფები — საუკეთესო დამკვირვებლები არიან. ქუჩის ყველა ფოტოგრაფს კი, ერთი რამ აერთიანებს — მათ საოცრების აღბეჭდვის სურვილი ამოძრავებთ. ხოლო, ჩვეულებრივი დამთვალიერებლისთვის, ქუჩის ფოტოგრაფია, მართლაც რომ ჯადოსნურია: ის ადამიანს, მათ ირგვლივ არსებულ გარემოში, მშვენიერების დანახვას შთააგონებს... როდესაც შენი სახლი დაიპყრეს, Sebastian Luczywo ფრინველების გუნდი, ურბანულ სივრცეში, Moises Levy "პირადი მცველი", Ralph Crane ამაზეა ნათქვამი – "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო", Michael Ochs კონტრასტები, Aude Delannoy Dib "სხვა განზომილება", Alexey Titarenko ბავშვებისთვის, გუბეზე სახალისო არაფერია... P.Y Tang ბავშვთან ერთად, ბაზარში წასვლა ადვილი არ არის, Attila Manek ბამბის ნაყინის გამყიდველები, Grég. E ერთობიან გოგონები, Shirley Baker ამ ფოტოზე, უფრო მნიშვნელოვანი უკანა ფონია, Robert Doisneau "უბედურებამდე", წამით ადრე, Maciej Dakowicz
გაგრძელება >>>არხის სხვა სიახლეები:* ძველი ეგვიპტე, ფარაონებამდე პერიოდში* გამოცანა, მხოლოდ მაღალი IQ–ს მქონეებისთვის (პასუხი აქვს)* 3 ტრაგიკული ფაქტი, სტალინის პირადი ცხოვრებიდან* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ265 2-ს მოსწონს
|