საზოგადოება
"ეგ მომენტი ცალკე ამბავია" - რას წერს ნათია ჯანჯიკიძე
9 სექტემბერი, 10:28
ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპიის ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე საქართველო-ჩეხეთის მატჩში საქართველოს გამარჯვებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"დიდ გამოცდილებას როგორ მოაქვს მეტი და მეტი პროფესიონალიზმი. იგივე გუნდთან როგორ გაგვიჭირდა ევროზე. ნაკრები მალე თვალდახუჭულიც იგრძნობს ერთმანეთს. ჩემი აზრით მსოფლიოს უღიმღამოდ არ ჩავუქროლებთ.სანიოლის რომ გადაუბრდღვიალდება ხოლმე სახე კმაყოფილებისგან, ეგ მომენტი ცალკე ამბავია."- ვკითხულობთ ნათია ჯანჯიკიძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის გუნდს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული მატჩში საბოლოოდ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პენალტით დაწინაურდა. დანარჩენი სამი გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
ცნობისთვის, ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები ლიდერობენ. შესაბამისად, შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში, ალბანეთთან გამართავს.