სიახლეები შეიძლება სულ მალე მსოფლიოს ისტორიაში პირველი ტრილიონერი ჰყავდეს 2024, 8 სექტემბერი, 16:23 ![]() ამერიკელი მეწარმე, Tesla-ს, SpaceX-ის და სოციალური ქსელი X-ის მფლობელი ილონ მასკი შესაძლოა გახდეს მსოფლიოში პირველი ტრილიონერი. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian ჯგუფის Informa Connect Academy-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება. „ილონ მასკი ახლოსაა გახდეს მსოფლიოში პირველი ტრილიონერი 2027 წლისთვის, იტყობინება სიმდიდრის ანალიზის ჯგუფი [Informa Connect Academy]. ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე მივიდნენ იმის გამო, რომ ბიზნესმენის ქონება წელიწადში საშუალოდ 110 პროცენტით იზრდება. ![]() თუმცა უნდა შეგახსენოთ, ეს სრულიად იმას არ ნიშნავს, რომ 100 ან 200 ან 1000 წლის წინ ამათზე მდიდარი ადამიანები არ ცხოვრობდნენ, უბრალოდ მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ინფლაციის გამო ფული უფასურდება, ასე რომ ამ შემთხვევაში უნდა შევადაროთ ფულის მსყიდველუნარიანობა და არა რაოდენობა. სულ რაღაც 100 წელიწადში თვით ისეთი მყარი ვალუტა, როგორიც დოლარია, საშუალოდ 20-ჯერ გაუფასურდა. ანუ მაშინდელი 100 დოლარი ამჟამინდელ 2000 დოლარს უდრის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასკმა შეერთებული შტატების გაკოტრება იწინასწარმეტყველა. მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების მიზეზი სახელმწიფო ხარჯების ზრდაა, რაც თავის მხრივ ინფლაციას იწვევს. 852 2-ს მოსწონს
|