x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ყველამ იცის, რომ ინგლისური არ ვიცი"–თამუნა ვაშალომიძე ბულინგის საპასუხოდ ვიდეომიმართვას ავრცელებს
image

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის საშუალებების „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ვენეციაში კინოს ფესტივალზე მიიწვიეს.ამის მიზეზი გახდა თამუნას კოსმეტიკური ხაზი "თამოსკინი", რომელიც მანამდე მილანში გაიცნეს.

იგი ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი საზოგადოების წინაშე წარდგა და კინოს ვარსკვლავებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინა.


image


თამო ამჯერად სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც საზოგადოების ბულინგის შემცველ კომენტარებს პასუხობს:

„ყველამ იცის რომ ინგლისური არ ვიცი. ჯერ კიდევ ვსწავლობ და თარჯიმანი მყავდა წამოყვანილი. მე თვითონ ვცდილობდი, რომ მესაუბრა, რამეს მაინც თუ გავიგებდი ცოტას მე თავად ვპასუხობდი. არა სწორად ვიძახი ბევრ რაღაცას მაგრამ ხომ ვაგებინებ“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.

image

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალზე წარდგენილი იყო დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი", რომელმაც ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.


ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს და რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.

image

აქამდე მთავარ კონკურსზე ქართული ფილმი მხოლოდ ორჯერ მოხვდა, ორივე გასული საუკუნის 90-იან წლებში - 1992 წელს ლანა ღოღობერიძის „ვალსი პეჩორაზე“ და 1996 წელს, ოთარ იოსელიანის „ყაჩაღები“.

ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი გადაეცა პედრო ალმოდოვარს ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".

0
310
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0