x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო კუთხური ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)
image

იაროსლავის "შინიკი" დიდი ხანია არის გუნდი, რომელსაც რაიმე გამარჯვებაზე პრეტენზია ნაკლებად აქვს. მისი ბოლო სეზონი რუსეთის პრემიერ ლიგაში იყო 16 წლის წინ, 2008 წელს.


მაგრამ იყო დრო, როდესაც ის არა მარტო რეგულარულად თამაშობდა ელიტარულ დივიზიონში, არამედ მონაწილეობდა რუსეთის სახელით ევროპულ თასებზეც კი და განა რომელიმე ხელწამოსაკრავ გუნდთან, არამედ ცნობილ ესპანურ "ვალენსიასთან".


ეს იყო 1998 წელს. შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიდაც ეს გუნდები იბრძოდნენ, დიდი ხანია არ არსებობს. თუმცა გამოცდილ ფეხბურთის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, ეხსომებათ "ინტერტოტოს" თასი. ეს იყო ზაფხულის საფეხბურთო გათამაშება ევროპული გუნდებისთვის, რომლებმაც ვერ გადალახეს ერთი ან ორი უეფა–ს მთავარი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. თასის გათამაშებამ იარსება 1995-დან 2008 წლამდე. გუნდები, რომლებიც თავდაპირველად იღებდნენ მონაწილეობას "ინტერტოტოს" თასზე, პირდაპირ შეეძლოთ მოხვედრა უეფას თასზე.


“ვალენსია" მონაწილეობდა ამ ტურნირში, რადგან წინა წელს ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა, ხოლო იაროსლავის “შინიკი” 1997 წლის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა, რამაც მისცა საშუალება ამ ტურნირზე მოხვედრილიყო.


"შინიკმა" ვალენსიაში 1:4 დათმო, შინ კი მოიგო 1:0, თუმცა თამაშის წინ დაიწყო ძლიერი წვიმა, რის გამო, მატჩი ოდნავ მოგვიანებით დაიწყო, ყველაზე საყურადღებო კი ამ მატჩში იყო კურიოზული კუთხური, რომელიც 1990-იანი წლების რუსეთისთვის ტიპიური იყო.



0
382
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0