ქალი და მამაკაცი პარტნიორის გაცნობა სუპერმარკეტში-ესპანეთში უცნაური ფლეშმობი გაიმართა ანანასის გამოყენებით 2024, 7 სექტემბერი, 15:42 ![]() ესპანეთში ხალხმა რომანტიული პაემნებისთვის ანანასის გამოყენება დაიწყო. ესპანეთში მოეწყო ფლეშმობი, რათა დაეხმაროს ადამიანებს სიპერმარკეტში ერთმანეთი გაიცნონ. ამის შესახებ Mansfield 103.2 წერს. ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ბილბაოში სუპერმარკეტ Mercadona-ს თანამშრომლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, როდესაც მაღაზია გაივსო ხალხით, რომლებიც ანანასებს თავდაყირა ათავსებდნენ სავაჭრო ურიკებში. როგორც გაირკვა, რომანტიკული ურთიერთობის საძიებლად ასობით ესპანელმა სუპერმარკეტების ქსელს მიაკითხა. ![]() ![]() თავის ოფიციალურ TikTok -ის ექაუნტზე სუპერმარკეტების ქსელი Mercadona გამოეხმაურა ფლეშმობს ასეთი წარწერით: „Mercadona-ს თაროზე დადებული ანანასი გელოდებათ, თუ როდის დაუნიშნავთ მას პაემანს“. აქცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ ზოგიერთ მაღაზიაში ანანასი თითქმის აღარ დარჩა. ![]() 29 2-ს მოსწონს
|