x
მეტი
  • 07.09.2024
  • სტატია:136917
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511120
„რა ვქნა ქალაქი დავტოვო, ქვეყანა თუ თავშესაფარში გადავიდე?“ - თიკო ფეიქრიშვილი

image

,

ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი ინციდენტის შესახებ საუბრობს და სამართალდამცველების დახმარებას ითხოვს. როგორც ჩანს ის თავს დაცულად არ გრძნობს და საზოგადოებასაც მიმართავს. ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

.

“წარმოუდგენელი ამბავია ჩემს თავს. 2 დღის წინ ვიღაც ტიპი დამადგა, ჩემი სახლის ეზოში ძაღლს რომ ვასეირნებდი და მითხრა: 18 წლის წინ მანქანა რომ მოგპარეს, მაგის გამო მე მომისაჯეს 26 წელიო, ( მე მანქანა კი მომპარეს მაშინ მაგარმ ამ ტიპს აღმოჩნდა ჯგუფურ დანაშაულზე, ტაქსის გატაცებაზე, ტიპების დაყაჩაღებაზე ქონდა მისჯილი, და ჩემს მანქნაზეც როგორც ჩანს) მოკლედ მიცნო თიკო რომ ვარ და დილის 9 საათზე ჩემს სახლთან სერიოზული მუქარა, გაწევა, ძაღლს წიხლი და ამბავი იყო. ყველაფერი მაღაზიის კამერაზე ჩანს თან. რაღაცნაირად გამოვიქეცი. მერე პოლიციამ ეს ტიპი დააკავა, პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა და სასამართლომ გამოუშვა ხალხო, გამოუშვა, ჩემგან 100 მეტრში მცხოვრები ტიპი, მინიმუმ 3 ჯერ ნასამართლევი. და მე რა უნდა ვქნა ეხლა ქალაქი დავტოვო, ქვეყანა თუ თავშესაფარში გადავიდე. რასაც დღესვე სახელმწიფო მთავაზობს. ან ძველ ბიჭებს მივაკითხო საქმე მომიგვარონ? -- წერს ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი.

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0