x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ზედმეტად და ამაოდ არ ინერვიულოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ – ლელა კაკულია

image

.

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს უსაფუძვლოდ არ ინერვიულონ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემაზე. ის ხედავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს მალე დაუბრუნდება და იქ საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდება.

.

მეგობრებო,
რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების თემა გააქტიურდა, იმისათვის, რომ ზედმეტად და ამაოდ არ ინერვიულოთ, შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან - მხოლოდ რამდენიმეს, ვინაიდან აფხაზეთ-სამაჩაბლოზე იმდენი აქვს ნაწინასწარმეტყველები ქალბატონ ლელას, კარგა დიდტანიანი წიგნი გამოვა.
.
P.S. მათ, ვისაც ქვეყნის სიკეთე და მარიამობის დღესასწაულის მილოცვაც კი გულს უხეთქავს, გვერდის ადმინისტრაცია "კეთილად" ურჩევს, რამდენჯერმე გადაიკითხონ ეს ჩანაწერები
.
✅️1993 წელი, 24 ივლისი
აფხაზეთში საბოლოო დარტყმა იქნება! ქართული არმია დიდ შეტევას განახორციელებს, გაგლეჯს ფრონტის ხაზს და მიადგება სოჭის საზღვარს.
ვხედავ მომღიმარ და ცრემლიან ქართველებს საზღვარზე, მთის წვერზე კი საქართველოს დროშა ფრიალებს!
არ არსებობს არავითარი ძალა ამ შეტევის შესაჩერებლად, იმიტომ, რომ ეს ღმერთისგანაა ნაკარნახევი და გამარჯვებაც ღვთისგანაა მოცემული!
.
✅️1996 წელი, 31 მარტი
აფხაზეთში შევალთ ომით და დაერქმევა მშვიდობა!
✅️1995 წელი, 11 აგვისტო
აფხაზეთის მხარე – ეს არის ტერორისტების თავშესაფარი. ვხედავ, მომავალში რუსები მაინც შეასრულებენ იმ პროგრამას, რასაც დღეს ხელს უშლიან – გვიბრუნებენ აფხაზეთს!
.
✅️1999 წელი, 7 იანვარი
აფხაზეთის საკითხი მწვავედ დადგება - თვითონ რუსები წამოწევენ. ასეთი აფხაზეთი რუსეთს აღარ აწყობს იმდენად, რამდენადაც უკვე მათთვისაა საშიში - ძალიან საშიში!
.
✅️2008 წელი, 28 თებერვალი
ვხედავ, დაიწყება მასშტაბური გაწმენდა, ანუ პატარა ომები ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ქართული ჯარი ერთ დღეში დაასუფთავებს აფხაზეთს. ის მართლაც არის ტერორისტების ბუდე.
.
✅️2008 წელი, 10 ივლისი
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!
ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: მდინარე ფსოუზე საქართველოს მთლიანობის დროშა ფრიალებს!
ამწუთას ვხედავ, რომ უფალი საკუთარი ხელით აღმართავს ქართულ დროშას და მიწიერად ამას გააკეთებენ ქართველი მეომრები. ამინ!
.
ლელა კაკულიას ჩანაწერები.
,
2009 წელი, 2 ივნისი
მომავალში მოდის ნამდვილად ანგარიშგასაწევი, ძლიერი და ნიჭიერი ოპოზიცია. ქუჩობანა დამთავრდება. ყველაფერი გადაწყდება მთავრობასა და პარლამენტში და ოპოზიცია საკუთარ ძალას დაანახვებს ქართველ ხალხს. ყველაფერი გადაწყდება დემოკრატიულად.
ვხედავ, ბინძურ თამაშებს ვეღარ ექნება ადგილი და მოქმედების საშუალება ქართულ პოლიტიკაში. პარტიები გაიცხრილება. ვხედავ მათ თვითლიკვიდაციას, რასაც მთავრობაც ხელს შეუწყობს.
როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, დარჩება ორი პარტია, რომლებიც საქართველოს სჭირდება. დიახ, ორი პარტია და არა ოცი. საქართველოს არ სჭირდება ამდენი პარტია და პრეზიდენტობის ამდენი მაძიებელი. არც ხალხი დაიბნევა და არც ჩვენი მოკავშირე ქვეყნები.
ამის თაობაზე, ვხედავ, მომავალში კანონიც გამოვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და უპირველესად კი სიწყნარესა და მშვიდობას.
ამ პროცესებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ პოლიტიკაში.
❗️ეს კანონი ბევრ უარყოფით დარტყმას ააცილებს ჩემს პატარა საქართველოს.
❗️ეს კანონი შეეხება ყველას, ვისაც კავშირი ექნება პოლიტიკასთან, განსაკუთრებით, ანალიტიკოსებსა და პოლიტოლოგ-ექსპერტებს, ვინაიდან ხალხი ისმენს მათ ინფორმაციებს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ეს ყოველივე ძალიან საფრთხილოა!
იდეოლოგია – ეს არის ომის მოგება და წაგებაც, ქვეყნის გადარჩენაც და დაღუპვაც.
დაფიქრდით!
????2010 წელი, 2 თებერვალი
მინდა შეგახსენოთ 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება. მაშინ ვიწინასწარმეტყველე, საქართველოში ორი პარტია დარჩება-მეთქი.
ამ ორ პარტიაში ვხედავ ნამდვილ პატრიოტ ქართველებს, რომელთა გონივრული პოლიტიკური ნაბიჯები სრულად წარმოაჩენს ჩემს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკაში.
ერთი სამთავრობოა, მეორე კი ოპოზიციური.
ვხედავ, აქ უცოდინრებისა და უქნარების ადგილი აღარ იქნება. პოლიტიკურ სფეროში მოხვედრა უკვე ძალიან ძნელი გახდება. საჭირო იქნება, აკმაყოფილებდე ცოდნის სტანდარტებს.
ვხედავ, წარსულს ჩაბარდება დრო, როცა ყველა პოლიტიკაში ყოფდა ცხვირს. პოლიტიკა ნამდვილ პოლიტიკოსებს დაეთმობათ და ასეთი სახელმწიფო იმდენად გაძლიერდება, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყანა ვერ მოერევა.
შადიმანები და ორპირები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ მომავალში მათ კოსმოსი ქართულ პოლიტიკაში ცხვირსაც კი არ შეაყოფინებს.
ყველა პროცესი შეუქცევადია და არ არსებობს ძალა, რომ შეაჩეროს იგი. ქართული პოლიტიკა იხვეწება, იწმინდება და საქმის მცოდნე ადამიანები – ნამდვილი პოლიტიკოსები იკავებენ ადგილს.
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და ქართველები, ანუ მთელი საქართველო, ამოისუნთქებს. ყველა დაინახავს, რომ ქართული პოლიტიკა მართლაც ძლიერია, ურყევია და ქართული სახელმწიფოსთვის ძლიერი დასაყრდენი ბაზაა.
????2010 წელი, 29 აპრილი
მოდის ის დრო, როცა სოკოებივით აღმოცენებული პარტიები სწრაფად გაქრებიან. მათ თვითონ ხალხი უარყოფს.
ისეთი ტალღა წამოვა ხალხის მხრიდან, რომ ამას ვერაფერი დაუდგება წინ.
უფრო მეტიც, შეიქმნება სახალხო ჯგუფი, რათა ოფიციალურად შეიტანონ პარლამენტში მოთხოვნა მრავალპარტიულობის გაუქმების თაობაზე და ეს იქნება მთელი საქართველოს მოთხოვნა.
ხალხი დაიღალა იმ პოლიტიკით, რომელსაც ჰქვია „არაფერი“.
ხალხი დაიღალა!
მათი ფსიქიკა ვეღარ უძლებს, რომ ამდენ დაპირებას შედეგად არაფერი მოსდევს...
.
0
1528
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0