ქალი და მამაკაცი მტკიცებულება, რომ ქალი ყველაზე ლამაზი ქმნილებაა 6 სექტემბერი, 14:31 სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.
ქალი სულით უმანკოა… ცხოვრებით ხშირად მანკიერი… ქალს კლავს უიმედობა, უსიყვარულოდ ყოფნა და უაზრობა… ის ყოველთვის უჩვეულოა… ამოუცნობი… და თანაც ყველაზე ურცხვი... ქალი არ არის მარტო ქალი… ის არის ხშირად აზრიც... ბუნების, ცხოვრების ფიქრების, წამების აზრი… ის არის ყოველთვის ყველაფერზე მეტი… ქალის სიწმინდე და პატიოსნება შეუბღალავია, და თუ შეიბღალა მაშინ ის ყველაზე ბოროტია… ქალი კეთილია, მაგრამ ყოველთვის საეჭვოდ „კეთილი“... ქალი ხანდახან ძლიერია, ხანდახან სუსტი, რაღაცნაირად დამანგერველი ძალის მატარებელი… ქალი ვარდია… ყველაზე ეკლიანი ვარდი… ქალი ხშირად ანგელოზია, კიდევ უფრო ხშირად ეშმაკზე უფრო დიდი ეშმაკი... ქალი მოტაცებული წამია… ქალი ბავშვია… ქალი ოცნებაა.. დადაღული და ფაფარაშლილი… ქალი ჩაგვირისტებული სიცოცხლეა.. დიადი და გალაღებული…. მას ძალუძს ცვლილება.. კიდევ უფრო ხშირად დამღუპველი ცვლილება“, ქალი ამქვეყნად გმირია… ყველაზე დაუცველი ყველაზე უმწეო გმირი… ქალი ერთდროულად არის თასი და ხმალი… სიძულვილი და სიყვარული… მტერი და მოყვარე… ქალი მამაკაცების დამსახურებული პატივია…. ქალური ჭეშმარიტება ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სიმართლეა…. ყველა უდიდესი სიხარულიც ხომ მისგანაა… ისაა შემწირველი და უფრო ხშირად შეწირული... ქალი ძეწნაა ამაოებაში ჩაღვრილი… ეზოდან ეზოში გადარგული ხეა… ქალი ბოდვაა… ცხოვრების თავდავიწყებული ბოდვაა... ქალი გაშიშვლებული სიმართლეა…. ქალი ტალღაა.. ყველაზე ცისფერი ტალღა... ქალი ძლიერია… მეწყერივით ძლიერი… ნიაღვარივით წამლეკავი და კიდევ უფრო ხშირად წალეკილი…. ქალი ყველაფერია… ის უბრალოდ უბრალოებაა…. ქალი პოტენციური მკვლელია… ყველაზე ჩუმი… ნაზი… ლამაზი.. მკვლელი… ქალი ზმანებაა… მისი ნახევარი კაცის ღამეული სიზმარი… ქალი ამოხვნეშაა.. გაწირულის ლოცვაა და შემლოცველის თვალები… ქალი სიჩუმეში, სიცივეში დაოკებული ვნებაა… ქალი მომლოდინეა.. ქალი თავადაა ლოდინი… ქალი კაცური ფანტაზიაა… ყველაზე სრულყოფილი მწველი და აუტანელი ფანტაზია.. ქალი აღუქმელი კისკისია. ქალი მონაა და ქალი ბატონია.. მაგრამ, ეს ყველაფერი ხშირად ზრაპარია…. კივილამდე მიყვანილი დუმილია… და ისევ ოცნებააა… აუხდენელი ჩაკირული და ატირებული ოცნება… ქალი დედაა… უსაზღვროდ ძლიერი დედა… ქალი ცოლია… .უსაზღვროდ შეყვარებული საყვარელი… ქალი ლექსია…. მამაკაცების გულიდან ამოხეთქილი ცეცხლია… გახურებული სიტყვების ნაჯახია… ქალი პატივისცემაა… დედაა… ღირსი თაყვანიცენისცემისა… ცოლია… ღირსი განდიდებისა… იგია ყველაზე დიდი მოვალეობა წუთისოფელში…. ცოლია ყველაზე ახლო და ყველაზე ძლიერი მეგობარი… ცოლია ქალი, ქალია დედა… და კიდევ, რამდენი რამის თქმა შეიძლება ქალზე?! რა შეიძლება იყოს უფრო ლამაზი ვიდრე ქალის სხეული? არაფერი! და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიურნბერგიდან ნიჭიერი ფოტოგრაფი, ონურ ალაგოში თავისი ფოტოკრებულით. მტკიცებულება, რომ ქალი ყველაზე ლამაზი ქმნილებაა276 4-ს მოსწონს
|