x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შემომეჭრა გუშინ ღამე ოთახში, არარაობა ესა"- რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს

image


ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპიის ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც წუხელ ღამით თავსგადამხდარი ერთი ისტორიის შესახებ წერს:


"ყოველგვარი აგრესიის საფუძველი ხომ შიშია, ხოდა შემომეჭრა გუშინ ღამე ოთახში კალია, რომელიც ოდნავ ნაკლებად მძულს, ვიდრე რუსეთი. ნიკო თბილისში არაა, თორემ ფუმფულად და ნაზად აიღებდა და გადასვამდა ფანჯრიდან და ხელსაც არ დაიბანდა მერე, უფალო! ჯერ კედელ-კედელ ვიარე, რაც მალევე მომბეზრდა და ბრაზში გადამეზარდა, აღვმართე ცოცხი და ნაზად შემოვცხე ამ მომცრო ზომის ურჩხულს, ვიფიქრე, ნოკაუტში ჩავაგდებ და სანამ აზრზე მოვა, გადავაგდებმეთქი.


ერთი წამით დარეტიანდა, მაგრამ წამშივე გამოერკვა და სადღაც გახტა. ჩემს დაძინებამდე იმალებოდა. გამომძვრალა ახლა და ისევ აივნის კარზეა ატყეპებული იდიოტივით. ვერ გაიგო, რომ ოჯახში ავი ქალია. მოკლედ, ისეთი უტვინოა, რომ აღარც ვერჩი. ამასთან ბრძოლას თავს აღარასდროს ვაკადრებ. არარაობა ესა."- ვკითხულობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტში.





0
850
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
850