x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დანარჩენი აღარ მინდა დავწერო... ხალხო! გონს მოეგეთ!"- რამ აღაშფოთა ნინა წკრიალაშვილი

image


ტელეწამყვანი, მაია ასათიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას სისტემატურად აკრიტიკებს:


"თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება! მე უბრალოდ ბრძოლის გზა ავირჩიე, იმისთვის, რომ გადავრჩე! და არასოდეს არ დაგანახებთ, სინამდვილეში რას ვგრძნობ! ნუთუ ამის ახსნა საჭიროა? მერვე წელია უკვე! მაცადეთ ხანდახან, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება! ნუ მმარხავთ ცოცხლად!" – წერს მაია ასათიანი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე. ტელეწამყვანის პოსტს მალევე მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გამოეხმაურა, რომლის საპასუხო კომენტარსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"მაი, ვის რას უხსნი, ან რატომ. ვინც ამას წერს, ისე ხომ არ აჩვენებ 1-2 ვიდეოს, სტუდიაში წლების განმავლობაში სასწრაფოს გარეშე რომ ვერ წერდი გადაცემას, გული რომ მიგდიოდა დღეში ასჯერ და დანარჩენი აღარ მინდა დავწერო. მოკლედ, ხალხო! გონს მოეგეთ!


ვისაც გიკვირთ და განიკითხავთ, ზუსტად იცოდეთ, იგივე დაგემართებათ. კიდეც რამდენიმე ადამიანი რომ გვყავდეს მაიასნაირი, ბევრად კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებდით! როდემდე?“, – დაწერა ნინა წკრიალაშვილმა სოციალურ ქსელში.






0
494
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
494