x
მეტი
  • 09.10.2024
  • სტატია:137522
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511417
"გვთხოვეს არ გაახმაუროთო. ხმამაღლა ვერ ამბობენო."- რას წერს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე თავსგადამხდარი ერთი ისტორიის შესახებ წერს:


"დღეს გაჩერებაზე მე და მაშო ვსაუბრობდით სკოლის დაწყებაზე და გვერდით მჯდომი ქალბატონი გამოგვეცნაურა. ვერ მიცნო, უბრალოდ ჩვენს დიალოგს გამოეხმაურა. სკოლის პედაგოგი ვარო; გვითხრეს გუშინ, რომ შესაძლოა სწავლა გადაიდოსო, ოღონდ ჯერ გვთხოვეს არ გაახმაუროთო. შევყევით ლაპარაკს, მე მთავრობაზე წავუწუწუნე..


და ისიც გაიხსნა. არავინ ჩემს სკოლაში ხმას არ აძლევს ოცნებასო, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენო. მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა, მაგრამ ვინ მაცალა? ჩამიტარა აქეთ წინასაარჩევნო მასტერკლასი, ძალიან გთხოვთ არჩევნებზე წადითო, ვინ მისცა უფლება ამ კაცს სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას რომ გვართმევსო? არავინ ამას არ შევეგუებითო."- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას პოსტში.







0
335
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
335