x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტ როლანდ ნუცუბიძესთან შელაპარაკების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა(ვიდეო)
image

წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. ფაქტს წინ ოპოზიციის აქტივისტთან შელაპარაკება უძღოდა. კადრები იქვე მდებარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო.


მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, როლანდ ნუცუბიძემ "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადად ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა, რის მერეც, "ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზევე დაიღუპა.


საქმეზე დაწყებულია გამოძიება.



ამ ფაქტს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე:


ბითაძის თქმით, სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი ნაც „აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს.


„სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი ნაც “აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს! ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენ შვილებს. რა გჭირთ ხალხო რა!!! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა! ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს“, - წერს მაია ბითაძე.




2
294
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
294
  
5 სექტემბერი, 20:57
ამას წინათ ვუყურებდი ორი რადიკალურად განსხვავებული ძალის კულტურულ საუბარს პირდაპირ ეთერში. სხვადასხვა აზრების და მიდგომების ორი პარტია,აზრების გაცვლით იყო დაკავებული,პატივისცემით და ზრდილობით გამოირჩეოდა ეს ეთერი,ხოდა მათ თუ შეუძლიათ,რატომ არა სხვა? ამ ორ ძალასაც დავასახელებ: 36 ნომრიანი გირჩები და პატრიოტთა ალიანსი,ალტინფო,მეტი განსხვავებული ძალები გაგიგიათ საქართველოში? თუმცა ადამიანებს საუბარი შეუძლიათ და საუბრობენ,ესეც უნდა იყოს და მადლობა მათ. ესეთი პროცესი უნდა იყოს ქვეყანაში და მსგავსი ფაქტები აღარ მოხდება. მათ თუ შეძლეს საუბარი,სხვა რატომ ვერ ახერხებს? იმიტო ხო არა რო ხელოვნურად კეთდება ეს ამბავი და ერთმანეთთან შეკრულები არიან,ერთობლივად აგიჟებენ ხალხს და ფულს ხრავენ ბიუჯეტიდან. ნაცი და ქოცი არის ერთი ძალა,ეს არაერთხელ დამტკიცდა. აბა,როგორ შეიძლება გინდოდეს ხელისუფლების დამარცხება და კახელებს პრორუსებს ეძახდე ან ღვინოში უფსავდე? ქოცების მთავარი აქტივი არის ნაცეთი,12 წელია ამ აქტივით იგებენ არცევნებს.
5 სექტემბერი, 20:50
ნაცების ადვოკატად არ გამოვდგები,თუმცა ეს იყო შემთხვევითობა და არა გამიზნული. ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ზიზღია ადამიანებს შორის და ბუნებრივია რო კამათობენ. აბა,სანამ კამათს დაიწყებენ ჯამრთელობის ცნობას ხო არ მოსთხოვენ? მხოლოდ ნაცებზე რო საუბრობენ,არც ქოცები აკლებენ ზიზღის კამპანიას და ადამიანების ბულინგს. ეს ორი პარტია არის მეტასტაზივით,რაც უფრო მალე მოვიშორებთ იქნება უკეთესი,თორე მთლიან ქვეყანას დაღუპავენ. უნდა დამთავრდეს ეს ზიზღის კამპანია და თანახმა ვარ რო დაიხუროს 5 ტელევიზია,რომელიც ამის პროვოცირებას ახდენს. პოსტვ,იმედი,ფორმულა,ტვპირველი და მთავარი,ესენი არიან ძალადობის და ზიზღის გამარვცელებელი ორგანიზაციები. არანაირი თავისუფალი მედია მათ არ ქვიათ,ისინი არიან ნაცების და ქოცების რუპორები,ქმნიან დაძაბულ ფონს და ადამიანებს სტრესში ამყოფებენ. პოლიცია რო გვყავდეს ქვეყანაში,ეს ტელევიზიები დიდი ხნის წინ დაიხურებოდნენ,მარა არ გვყავს. მეტი საფრთხე გინდა,24/7 ხდება ზიზღის ტირაჟირება ეკრანიდან. თბილისად 30 კილომეტრში მყოფი რუსის ჯარზე საშიშია ეს 5 ორგანზიაცია,რომელიც ადამიანებს სტრესში და სიგიჟეში აცხოვრებს.
0 1 2