x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ეგვიპტე, ფარაონებამდე პერიოდში

უძველესი ცივილიზაცია ეგვიპტეში, ფარაონებამდე, დიდი ხნის წინ, ანუ "ღმერთების დროს" არსებობდა და ის, ყველა სფეროში, უმაღლეს ტექნოლოგიებს ფლობდა. ხოლო, კაცობრიობას, იმ დონეს მისაღწევად, კიდევ დიდი გზაა აქვს გასავლელი. მაგრამ, ამ ცივილიზაციის მიღწევებს, ვიღაც გვიმალავს...


image


ბევრს ეჭვი აღარ ეპარება, რომ უძველეს ხანაში, ჩვენს პლანეტაზე და უპირველეს ყოვლისა, ეგვიპტეში, რაღაც იდუმალი, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. შესაძლოა, მას კავშირი, უცხო სამყაროს წარმომადგენლებთანაც ჰქონდა, რომლებსაც დედამიწელები, ღმერთებად მიიჩნევდნენ.

ამ უმაღლესი ტექნოლოგიების კვალი ყველგან და უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო სფეროში, მრავალი არსებობს — სწორედ ამას ამტკიცებს ბევრი დამოუკიდებელი მკვლევარი.

ისინი სავსებით დამაჯერებლად ხნიან, რომ ეგვიპტელი ფარაონები კი არ აშენებდნენ გრანდიოზულ ნაგებობებს, არამედ, უკვე არსებულს, მხოლოდ არემონტებდნენ და შემდეგ, საკუთარი საჭიროებებისთვის იყენებდნენ... ასე მოხდა გიზის პლატოზე მდებარე, პირამიდებს და სფინქსს შემთხვევაშიც, რომელიც მათ, წინა ცივილიზაციისგან, მემკვიდრეობით მიიღეს.

გარდა ამისა, როგორც ჩანს ფარაონები, "ღმერთების საიდუმლო ცოდნის" შეცნობასაც ცდილობდნენ, რის გამოც, უკვე 1000 წლის წინ, პირამიდების შესასწავლის მიზნით, "არქეოლოგიურ სამუშაოებს" ატარებდნენ.

მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, ეგვიპტის ფარაონებმა მხოლოდ "მიითვისეს" ის, რაც მისმა წინამორბედმა ცივილიზაციამ შექმნა — რაღაცას მიაშენეს, რაღაცის რეკონსტრუირება მოახდინეს... დღეს, გვიანი "მიშენების" კვალი, ყველგან აშკარად ჩანს და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ნაგებობები, უფრო მარტივი და პრიმიტიული ხელსაწყოებით არის შექმნილი. ხოლო, ეს მიშენებები, ნამდვილად ვერ შეედრება უძველეს ნაგებობებს, რომლებსაც ეგვიპტელები, ფარაონების ეპოქიდან დღემდე, საკუთარი ცივილიზაციის ქმნილებად მიიჩნევენ.


image


უკანასკნელ პერიოდში, ძველი ეგვიპტის ყველაზე იდუმალ არტეფაქტებზე წვდომა, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდა. ასე, რომ, ტურისტული მარშრუტები დღეს ისეა მოწყობილი, რომ იმ ადგილების გვერდის ავლა, სადაც ყველაზე აშკარად ჩანს, უძველესი ცივილიზაციის არსებობის კვალი, შეუმჩნევლად მოხდეს. თუმცა, ზოგჯერ, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაბიჯით გადახვევა, მარშრუტებში მითითებული ბილიკებიდან და მეტად უჩვეულო არტეფაქტების წინაშე აღმოჩნდებით...

ჩვეულებრივ, ასეთი ადგილები "არქეოლოგიური გათხრების ზონად" ცხადდება. თუმცა, არანაირი გათხრები არ მიმდინარეობს. იგივე საბაბით, ასეთ ადგილებში, როგორც ვიდეო, ისე ფოტო გადაღება აკრძალულია.

კაიროს მუზეუმიც კი, ახლა მხოლოდ დათვალიერების უფლებას იძლევა — იქ აკრძალულია, არა მხოლოდ ვიდეო, არამედ ფოტო გადაღებები. ხოლო, შესასვლელში, საფუძვლიანი შემოწმების რეჟიმი მოქმედებს — ყველანაირ კამერას იქვე ატვინებენ. ადრე, მობილურით შეიძლებოდა გადაღება, — ახლა, უკვე აღარ...


image


ამას გარდა, ქვეყანაში, ფართო მასშტაბი მიიღო "რესტავრაციის" კამპანიამ, რომელიც ფაქტობრივად, რეკონსტრუქცია უფრო არის — ტურისტებზე ზრუნვის მოტივით, ისტორიული ძეგლების გადაკეთება მიმდინარეობს. ახალქმნილები, უკვე ყველა ნაბიჯზეა და ამას განსაკუთრებულად, არც მალავენ.

ეს ყოველივე, აშკარად კოორდინირებული აქტივობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც უძველესი ცივილიზაციის შესახებ, ინფორმაციის დამალვას ისახავს მიზნად.

ძნელი სათქმელია, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, ამ ქვეყანაში, ან რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, ძველ ეგვიპტურ კულტურისადმი არაბებს, რომლებმაც ის დაიპყრეს და დღეს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ?!.

წარსული კი — ერთგვარი მოზაიკაა: რთული და მრავალფერიანი... ის დროთა განმავლობაში, დაიშალა. ხოლო, ზოგიერთი ფრაგმენტი დაიკარგა. ეგვიპტის ოფიციალურ წყაროებშიც კი, მონაცემები ერთმანეთს, ყოველთვის არ ემთხვევა...

და მაინც, რატომ გვიმალავენ ინფორმაციას, დინასტიამდე ეგვიპტეში, მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციის არსებობის შესახებ? იქნებ იმიტომ, რომ ის, უძველესი ისტორიის გადაწერის საშუალებას იძლევა? ან იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, საკმაოდ საინტერესოა ჩვენი თანამედროვეებისთვისაც, რადგან ის, ვის ხელშიც, უმაღლესი ტექნოლოგიები აღმოჩნდება, თვალსაჩინო უპირატესობას მიიღებს, იმ რბოლაში, რომელსაც დღეს, კაცობრიობა აწარმოებს?..


imageარხის სხვა სიახლეები:


* როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე? – ავიცენას 5 რჩევა

* ის 2500 წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ მისი გამონათქვამები დღესაც აქტუალურია

* 3 ტრაგიკული ფაქტი, სტალინის პირადი ცხოვრებიდან

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0