x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137639
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511516
ინდური კინოს მოყვარულებისათვის-გავიხსენოთ "ბობი"
image

დღეს, 4 სექტემბერს 72 წელი შეუსრულდებოდა ინდური კინოს ფუძემდებლის, რაჯ კაპურის ვაჟს, რიში კაპურს, რომელიც ჩვენში საკულტო მსახიობად იქცა გასულ საუკუნეში.შეგახსენებთ, მსახიობი 2020 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა კიბოთი.


რაჯ კაპურის ვაჟმა 50-ზ მეტ ფილმში ითამაშა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმმა "ბობიმ" მოუპოვა, სწორედ ამ ფილმის შექმნის ისტორიას გავიხსენებთ დღეს.

image


ინდური მელოდრამა, რომლის რეჟისორიც გახლდათ რაჯ კაპური, გამოვიდა 1973 წლის ნოემბერში.


კაპურის წინა ფილმი "ჩემი სახელია კლოუნი", კომერციულად წამგებიანი გამოდგა, რის გამოც რეჟისორი ვალებში გადავარდა, ამიტომ "ბობის" გადაღება მცირე ბიუჯეტით დაიწყეს, ცნობილი მსახიობი პრანი, როლის შესრულებას სიმბოლური ფასზე, 1 რუპიაზე დათანხმდა.


კინო სალაროებში შემოსული თანხის მიხედვით, ფილმმა მიიღო ბლოკბასტერის სტატუსი, გახდა წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და 1970-იანი წლების №2 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, მას მხოლოდ "შურისძიება და კანონმა" გადაასწრო (1975 წელი)

image

image

ფილმში შედგა მსახიობ დიმპლ კაპადიას დებიუტი, ხოლო რეჟისორის ვაჟმა რიში კაპურმა მეორედ ითამაშა ფილმში და პირველად შეასრულა მთავარი როლი.

image


არნახული წარმატება ხვდა ამ ფილმს საბჭოთა კავშირში, სწორედ ამ ფილმით გაიცნო საბჭოთა მაყურებელმაც რიში კაპური, რომელიც იქცა საბჭოთა კინოგაქირავებაში ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ ფილმად იქცა, სულ ნახა 62 მილიონმა მაყურებელმა, და ყველა დროს უცხოურ ფილმების რეიტინგში #6 ადგილი დაიკავა."ბობის" პოპულარობით მხოლოდ 1951 წელს გადაღებულმა ფილმმა "მაწანწალამ" აჯობა, სადაც მამამისი რაჯ კაპური თამაშობს(მე-3 ადგილი)


image

image


შენიშვნა:ფილმიდან საუნდრეკების ნახვა მხოლოდ You Tube-ზეა შესაძლებელი






0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0