x
მეტი
  • 03.09.2024
  • სტატია:136853
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511028
აინშტაინზე მაღალი ინტელექტის მქონე ბრიტანელმა ქალმა მიატოვა ოქსფორდი, რათა სტრიპტიზიორი და მეძავი გამხდარიყო
image

ის იყო ყველაზე ჭკვიანი გოგონა ბრიტანეთში და მოხვდა ოქსფორდში. მაგრამ მან დატოვა პრესტიჟული უნივერსიტეტი, გახდა სტრიპტიორი და მეძავი. მელისა ტოდი ახლა 47 წლისაა. ქალბატონმა ბრიტანულ მედიას განუცხადა, რატომ მიიღო ასეთი უცნაური გადაწყვეტილება.


მელისა დაიბადა ესექსში, უბრალო მუშათა კლასის ოჯახში. მშობლებმა ქალიშვილს დევიზად დაუსახეს მხოლოდ "სწავლა, სწავლა და სწავლა". მან ეს გააკეთა იმდენად ინტენსიურად, რომ გახდა Mensa Society-ის წევრი. 150 000-მა ადამიანმა მთელი მსოფლიოდან გაიარა ინტელექტუალური ტესტი, რა დროსაც სხვა აპლიკანტებზე 98%-ით უკეთესი შედეგები აჩვენა. Mensa ი-ს ტესტი უნდა ჩაბარდეს ზეპირად, მაგრამ მანამდე შეგიძლიათ ივარჯიშოთ ონლაინ რეჟიმში.


ჩვენ ვცადეთ, რომ 25 წუთში ამოგვეხსნა 35 ამოცანა, ჩვენ შეგხვდა ერთი ტიპის: უნდა მიმხვდარიყავით, ლოგიკურად რა გეომეტრიული კომბინაცია შეავსებდა ფიგურების რიგებს. ამოცანები უფრო და უფრო რთულდება, ბოლოსკენ დგება რეალური ცაიტნოტი და ფიქრისთვის დრო აღარ რჩება.



ასე რომ, ტოდმა წარმატებით გაიარა ყველაფერი და 12 წლის ასაკში გახდა დაპატენტებული Mensa, შემდეგ ბრიტანულმა გაზეთებმა დაწერეს, რომ სკოლის მოსწავლის IQ დონე არის 178 ქულა (120 ქულა უკვე მაღალ მაჩვენებლად ითვლება) და ეს "აინშტაინზე უკეთესია". თუმცა აინშტაინს ასეთი ტესტები არ ჩაუბარებია.


მელისამ ჩააბარა ოქსფორდში მისაღები გამოცდები და ოცნებობდა ეკონომისტი გამხდარიყო. იგი სწავლობდა ლიზ ტრუსთან, რომელიც მოგვიანებით მოკლე ხნით პრემიერ მინისტრი გახდა.

image

უცებ სტუდენტს ღრმა კრიზისი დაეწყო . მოგვიანებით ტოდმა აღიარა: „ჩემნაირ გოგონას ოქსფორდში სწავლა იგივე იყო, რომ ღორს "მის სამყაროზე" გასვლის უფლება მისცე - კეთილი ჟესტი იქნებოდა ეს თუ ხუმრობა, ღორისთვის კარგად არ დამთავრდებოდა.


სწავლის დროს 18 წლის ასაკში 70 წლის მჭევრმეტყველ პროფესორებთან მომიწია კამათი, საბოლოოდ დავნებდი . საკმარისი არ არის მარტო ჭკვიანი იყოს. მჭირდებოდა პეწი და თავდაჯერებულობა, რაც აღზრდას მოჰყვება.”


სხვა ინტერვიუებში მელისამ განაცხადა, რომ "ლამისა აგაგიჟდა - რაც არ არის იშვიათი ოქსფორდში, ლექციების დროს დეპრესიაში ჩავვარდი და ვტიროდი. პირველი კურსის შემდეგ ერთი წლით მომიწია აკადემიური შვებულების აღება."


მისი მშობლები არ იყვნენ მზად სტიპენდიის გარეშე დარჩენილი ქალიშვილის დასახმარებლად და ტოდმა სამუშაოს ძებნა დაიწყო. გაზეთში ნახა რეკლამა: „გვესაჭირეობა მოცეკვავეები გამოცდილების გარეშე, ღამეში 600 ფუნტი სტერლინგი”




ქასტინგზე ისე ჩაცმული წავიდა, თითქოს ფიზკულტურის გაკვეთილზე მიდიოდა, მაგრამ, სხვა კონკურენტები ბევრად უფრო სექსუალურად გამოიყურებოდნენ: მაღალ ქუსლებში, კორსეტებში და მინი კაბებში გამოწყობილები. მაგრამ სტრიპტიზ კლუბს გამუდმებით სჭირდებოდა პერსონალი და შემდეგ ჯერზე, როცა ის შესაბამისი ჩაცმულობით მივიდა, იგი მიიღეს, მელისა ბარის მაგიდაზე ცეკვავდა.

image

ტოდის სპეციფიურმა კარიერამ ზრდასრულთა ფილმებში დააწყებინა თამაში და სექ- ინდუსტრიაში კიდევ სხვა ვარიანტების ათვისება, თან ითავსებდა ჟურნალისტიკას.ამის გარდა იგი უძღვებოდა რადიოში ახალ ამბებს და წერდა სტატიებს გაზეთებისთვის, შემდეგ გამოსცა ოთხი წიგნი. ისინი შეიძლება შეფასდეს მათი სათაურებით: "სექსი და მწუხარება კონტინენტზე", "ეს არის ჩემი სხეული", "მამიკოს ტაბუ", "ექსპერიმენტები და სხვა ისტორიები". ერთ-ერთი წიგნის გმირი თავად სტორმი დენიელსია, რომელსაც დონალდ ტრამპმა ფული გადაუხადა დუმილის გამო სანაცვლოდ.

0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0