კლუბ "ლიდსის" გულშემატკივარი თამაშის 79-ე წუთზე მოედანზე გამოვარდა და ძლიერი დარტყმით "შეფილდ უენსდეის" მეკარე კრის კირკლანდი ნოკაუტში ჩააგდო.სანამ პოლიცია და სტიუარდები აზრზე მოვიდნენ, მანამდე დამნაშავემ მოასწრო და ხალხის ბრბოში მიიმალა.31 წლის მეკარემ ხანგრძლივი სამედიცინო დახმარების შემდეგ შესძლო თამაშის გაგრძელება, რომელიც ანგარიშით 1:1 დამთავრდა.დამნაშავე ფანატს პოლიციასთან ერთად "ლიდსის" გულშემატკივრებიც ეძებენ, მათ რცხვენიათ კოლეგის ჩადენილი დანაშაულის გამო.დამნაშავის დაჭერა ნამდვილად არ იქნება ძნელი პოლიციისათვის, მისი უმსგავსო საქციელი რამდენიმე ვიდოკამერამ, ფოტოაპარატმა და ათასობით გულშემატკივარმა დააფიქსირა.