x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ მოგბეზრდათ მეგობრებო ამდენი სიცრუე? - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

image


"
ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საშემდგომო სესიაზე არ დასწრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ, მისი პარტიის მსგავსად საპარლამენტო ბენეფიტებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს:


"როგორც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში ყოფილა და ამიტომ არ დაესწრებიან საშემდგომო სესიას. არ მოგბეზრდათ მეგობრებო ამდენი სიცრუე?


თუ ბოიკოტზე ხართ მაშინ ჩვენსავით, ლეიბორისტული პარტიის მსგავსად, უარი თქვით ათი ათას ლარიან ხელფასებზე, ამდენივე პრემიებზე და სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურებაზე, უცხოეთში სამივლინებო მილიონებზე, მრავალრიცხოვან სააპარატო შტატებზე და ასევე მათ მილიონიან მომსახურებაზე, ჩააბარეთ უკან ავტომობილები მძღოლიანად პარლამენტის ფარეხში. დააბრუნეთ სრული სამედიცინო დაზღვევის ბარათები.


ასევე თუ ბოიკოტზე ხართ ------ლეიბორისტული პარტიის მსგავსად უარი თქვით, თქვენი კინკილა ან არ არსებული პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე, უფასო სატელევიზიო რეკლამაზე და ყველა იმ სიკეთეზე რითაც ჩვენ თავი დავისაჯეთ რათა არ გვეღალატა სიტყვის, ქვეყნის და მომავლისათვის. არ გინდათ ასე--------მაშინ თქვენ ახალ პარლამენტში შესვლის პრეტენზია არ უნდა გქონდეთ. ხალხი გაგცემთ პასუხს, ძალიან მალე, თქვენც და ბიძინას ქოცებსაც."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.








0
287
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
287