სხვა ჩვევები, რომლითაც ისპობთ თირკმელებს 3 სექტემბერი, 12:23 თირკმელები ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. მათი მთავარი ამოცანაა სისხლის გაწმენდა. ისინი ასევე მონაწილეობენ წყალ-მარილის ბალანსის, არტერიული წნევის და სხვათა კონტროლისთვის. თირკმელების სათანადო ფუნქციის გარეშე ორგანიზმი სრულად ვერ იფუნქციონირებს. თუმცა, ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ ბევრი, ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა მათ "გამოუსწორებელ" ზიანს აყენებს.
გამორიცხეთ ეს 10 ჩვევა, თუ თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, გვირჩევენ ექიმები. უწყინარი ჩვევები, რომლითაც სპობთ თქვენს თირკმელებს1. ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება უდიერად. პარაცეტამოლზე დაფუძნებული პრეპარატები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია გაციების დროს ბევრი ადამიანისთვის, ტკივილგამაყუჩებლები და ასპირინი, ისევე როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, აუცილებლად უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით და ექიმის დანიშნულებით. 2. მარილის გამოყენება დიდი დოზით. მარილის ბოროტად გამოყენება იწვევს წყალ-მარილის ცვლის მოშლას, რის გამოც თირკმელები შესაძლოა ვერ გაუმკლავდნენ თავიანთ მუშაობას. მარილის ყოველდღიური დოზა ზრდასრული ადამიანისთვის არის 5-6 გრამამდე (1 ჩაის კოვზი). გახსოვდეთ, რომ მარილს უკვე შეიცავს მცირე რაოდენობით ბევრი პროდუქტი, ამიტომ კერძებში დიდი რაოდენობით მარილის დამატებით, ჩვენ შეუმჩნევლად ვაჭარბებთ უსაფრთხო ზღვარს. 3. ძალიან ბევრი ცილა. ყველა ზედმეტი ცილა გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით. ცილა და მისი დაშლის პროდუქტები ზრდის დატვირთვას ამ ორგანოზე და როდესაც თირკმელები ვერ უმკლავდებიან ამ ნივთიერებების მოცილებას, მათში ქვები შეიძლება გაჩნდეს. 4. არა საკმარისი წყალი. წყალი ჩვენი ცხოვრებაა. დალიეთ სუფთა, უგაზო წყალი (რომელიც ჩაით და შაქრიანი სასმელებით ვერ შეიცვლება) და შეამჩნევთ, როგორ იმუშავებს თქვენი ორგანიზმი უკეთესად, რადგან წყალთან ერთად გამოიდევნება ყველა მავნე ნივთიერება. წყალი უბრალოდ აუცილებელია როგორც თირკმელების, ისევე სხვა ყველა ორგანოს გამართული ფუნქციონირებისთვის. 5. ნახევარფაბრიკატების ჭარბი გამოყენება. მარილითა და ფოსფორით მდიდარი საკვების მიღებით თავს დიდ საფრთხეში აგდებთ. ფოსფორის შემცველი საკვების ხშირი მოხმარება უარყოფითად მოქმედებს როგორც თირკმელებზე, ასევე ადამიანის ძვლებზე. ხოლო მათთვის, ვისაც უკვე აქვს თირკმელების პრობლემები, რეკომენდებულია ამ საკვების რაციონიდან გამორიცხვა. 6. ძილის ნაკლებობა. თირკმლის ქსოვილი ნახლდება ღამით ძილის დროს. თუ ხშირად არ გძინავთ, გვიან იძინებთ და ადრე დგებით, მაშინ განახლების პროცესი არ სრულებულა. საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანოს დარღვევა. 7. ბევრი კოფეინი. დიდი რაოდენობით კოფეინის დალევა, რომელიც არა მხოლოდ ყავაში, არამედ სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელებშია, ზოგადად ორგანიზმისთვის საზიანოა. თირკმელებისთვის ეს ზიანი განსაკუთრებული ხასიათისაა. კოფეინს აქვს შარდმდენი თვისებები, ამიტომ ის თირკმელებს უმატებს მუშაობას და დამატებით ტვირთავს მას. 8. შარდის ბუშტის დროული არ დაცლა. შარდის შეკავება და მოთმენა საზიანოა. დაიმახსოვრეთ! ეცადეთ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წახვიდეთ საპირფარეშოში, წინააღმდეგ შემთხვევაში შარდის ბუშტში შარდის ხშირმა შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობის განვითარება და შეუკავებლობა. 9. არააქტიური ცხოვრების წესი. დღეს ბევრი ადამიანი მუშაობს ოფისებსა და დაწესებულებებში, სადაც თითქმის მთელი სამუშაო დღე უწევთ ჯდომა. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის გამო თირკმელებში შეშუპება ხდება. სისხლის მიმოქცევის აღსადგენად, ჩამოიყალიბეთ ჩვევად ყოველ საათში მოკლე ვარჯიშის გაკეთება. 10. მკაცრი დიეტები. ძალიან მკაცრი დიეტები, რომლებიც აქტიურად წვავს ცხიმებს, არღვევს ორგანიზმში არსებული ნივთიერებების ბუნებრივ ბალანსს და უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე. ისინი იღებენ ორმაგ ტკივილს, რადგან ფილტრავენ სისხლს და არ იღებენ საკვებ ნივთიერებებს. 550 3-ს მოსწონს
|