x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ერთი ფოტოს ისტორია
imageფოტოზე აღბეჭდილია შვედეთში საგზაო მოძრაობის მარცხენა მხრიდან მარჯვენა მხარეს გადასვლის დროს გამოწვეული ქაოსი 1967 წლის 3 სექტემბერს.



1955 წელს ჩატარებულ რეფერენდუმის მიხედვით, მოძრაობის მხარის შეცვლაზე, მონაწილეთა 85% წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამისა, 1963 წელს შვედეთის პარლამენტმა ჩამოაყალობა მარჯვენა მხარეზე გადასვლის სახელმწიფო კომისია (Statens Högertrafikkomission), რომელსაც უნდა შეემუშავებინა და განეხორციელებინა ღონისძიებების კომპლექსი ასეთი გადასვლის უზრუნველსაყოფად.


მარჯვენა მხარეზე გადასვლის შემდეგ პირველად დამონტაჟდა სიჩქარის შეზღუდვის სპეციალური რეჟიმი.


ჩატარდა უზარმაზარი სამუშაო: საჭირო იყო გზის მეორე მხარეს ახალი საგზაო ნიშნების და შუქნიშნების დაყენება, მრავალი გზაჯვარედინების ხელახალი კონფიგურაცია და ცალმხრივ ქუჩებზე ავტობუსის გაჩერებების მეორე მხარეს გადატანა; ყველა მანქანას მოეთხოვებოდა ფარების შესაბამისად რეგულირება. ახალ ფარებს ეკეთა სტიკერი, რომელზეც ეწერა: „მოაძრე 1967 წლის 3 სექტემბერს“. ამავდროულად, ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მომზადდა ახალი საგზაო მონიშვნები თეთრ ფერში, ადრე გამოყენებული ყვითელის ნაცვლად.



საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცალკე პრობლემას წარმოადგენდა: შვედურ ავტობუსებს საჭე ჰქონდა მარჯვნივ და კარები მარცხნივ.

მხარის შეცვლისთვის სახელმწიფო ხარჯებით მოამზადეს 8000 ავტობუსი, ზოგიერთმა ავტოპარკმა (მაგალითად, ქალაქი გეტებორგი) შეიძინა ახალი ავტობუსები, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტობუსები გადასცეს პაკისტანსა და კენიას.


ასევე დიდი ყურადღება დაეთმო მოსახლეობის ინფორმირებას. გამოვიდა სპეციალური 30-გვერდიანი საინფორმაციო ბუკლეტი, შეიქმნა სპეციალური ლოგო (მათ შორის, ქალების საცვლების დიზაინი). მათ მძღოლებს დაურიგეს ორი ფერის ხელთათმანი, მარჯვენა მწვანე და მარცხენა წითელი. რადიოს ეთერში გავიდა საინფორმაციო სიმღერა "დაიჭერე მარჯვენა მხარე სვენსონ" ("Håll dig till höger, Svensson") შესრულებული პოპულარული მუსიკალური ჯგუფის The Telstars-ის მიერ.

image

თუმცა როგორც მთავარ ფოტოზე ხედავთ, ასეთი მძლავრი საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, მარჯვენა მხარეზე გადასვლას სრული დაბნეულობა და ქაოსი მოყვა.

0
27
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0