x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139048
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
„ეს ხაზარაძე არის "ჩინური" წარმოების ივანიშვილი 2! მე მითქვამს და არავინ შემედაოს“ - თაკო ჩარკვიანი
image

.

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი თაკო ჩარკიანი სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა ხაზარაძის ოლიგარქობას ეხმიანება და წერს:

.


გთავაზობთ მის ფეისბუქ სტატუსს უცვლელად:

.

ეს ხაზარაძე არის "ჩინური" წარმოების ივანიშვილი 2

.
მე მითქვამს და.....ხომ იცით რომ ისე არ ვიტყვი! არ გაბედოს ვინმემ დაწეროს ეს გამანადგურებელი ფრაზა აქ ჩემს კედელზე-" ახლა ამის დრო არ არის" თუ რაღაც კრეტინობა.

.

ახლა არის დროს ახლა, კიდევ იგივე წრეზე სიარული უნიჭობაა და -"სირეგვნე შეუწონარი" - წერს თაკო ჩარკვიანი.

.

გასულ კვირას იგივე ხაზარაძის გამო ჩარკვიანი ტელევიზიებსა და ჟურნალილისტებსაც დაუპირისპირდა.

.

თაკო ჩარკვიანი "tv პირველს" დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს არხი ღიად ლელოს ტელევიზია გახდა, რადგან მას მამუკა ხაზარაძე აფინანსებს. ის იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ წელიწადზე მეტია ამ ტელევიზიის ეთერში აღარ იწვევენ, რადგან ეს ხაზარაძეს არ მოსწონს. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მელაძემ მას დაურეკა და სიუჟეტის მომზადებითა და დაბლოკვით დაემუქრა.

.

"მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ "ტვ პირველის" ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი, რომ "ტვ პირველი" ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, (ვფიქრობ, ეს აზრი ბევრისგან მოგისმენიათ) და ამას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკდებენ ორმაგი სტადარტით თქო... ფინალი საუბრის ასეთი იყო, ისტერიულად ყვიროდა, “აი, ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ "ნაც. მოძრაობასთან" როგორ ვაჭრობო, შავ სიაში შეგიყვანო ” (კიდევ კარგი მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში) ანუ შენიშვნა რომ არ მიმეცა, მაშინ სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და "კარგი გოგო" ვიქნებოდი ანუ რაიმე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს??
.
გაოგნებული ვუსმენდი ამ -მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს, სიტყვა “ვაჭრობა”, როგორც ჩანს მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა- სამწუხაროა, რა ვიცი გამიკვირდა, არ ველოდი . (ან რა მაქვს სავაჭრო რატომ და რისთვის უნდა "ვვაჭრობდე "?? ოჰ ეს სიტყვა "ვაჭრობა", ხომ არ მოსცილდა ქართულ პოლიტიკას??!! არადა მართლა რომ იცოდეს "სამზარეულო" ნოდარ მელაძემ ამ სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა, არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა . ჰოდა აი ამის შემდეგ რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი, ან რა ობიექტურობაზე, ან, ან .....
რა დღეშია ეს ქვეყანა, ან რა მომავალი ელის??? წინ წყალი უკან მეწყერი.....აი ასეა რა.
.
ხალხნო ! ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო, წარმოიდინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა?!
წარმოიდგინეთ ერთი წუთით ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს?! რით განსხვავდება ივანიშვილისგან ( ვეთანხმები ამ გამონათქვამში შალვა ნათელაშვილს) არაფრით, სრულიად არაფრით!
ჩემს ბავშვობაში ასეთი ფილმი იყო "ჩემი მეგობარი ნოდარი" ????
ვისი მეგობარი ხარ ნოდარ შენ?!
სამწუხაროა....
.
P.S. კაცო, "ესენი" -(ზოგიერთი), ისე მესაუბრებიან თითქოს ყოფილი ხელისუფლების დროს სიტყვა მაინც ეთქვათ, ან შენიშვნა მაინც მიეცათ იმ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებისთვის, ახლა რომ იხსენებენ იმ “ცხრა წელს”, ან რა უნდა დაწეროთ თამარ ჩარკვიანზე, რაც ოცნების ტროლ-ბოტებს არ უკადრებიათ ჩემზე 2016 წლიდან
რა საშინელებაა, ასეთი- ადამიანური თვისებების მოულოდნელი ლუსტრაცია, თითქოს უნდა მიეჩვიოო და არა, ღმერთმანი ვერ ვეჩვევი - მაინც გულისწყვეტა მოაქვს!" -- წერდა თაკო ჩარკვიანი.
0
138
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0