x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139047
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
"ვამბობ ერთნი არიან მეთქი და აჰა. "- რას წერს შალვა ნათელაშვილი
image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" მიერ რამაზ ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"აი ნაცი დეპუტატ--მილიარდერ---ოლიგარქი. ამოჰყავს დემოკრატიის მზე აღმოსავლეთიდან, პირდაპირ პრეზიდენტ ალიევის სასახლიდან..ვამბობ ერთნი არიან მეთქი და აჰა. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან მოსული ტრადიციული მითითებით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელთა ხმებს კვლავ ძმურად გაიყოფენ ქოცები და ნაცები, ისე რომ ამ მაგარ და ჩემთვის უსაყვარლეს ხალხს, კვლავინდებურად არაფერს კითხავენ."-წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი რამაზ ნიკოლეიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, ეს პირველი არჩევნები იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ამიტომ მას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა:


"დავესწარით საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, წარმოვადგენ საქართველოს და ორგანიზაციას, რომლის ვიცე პრეზიდენტი ვარ და ჩემს მეგობრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი არჩევნებს, რომელიც თავისი მოწყობით უნიკალური, უნიკალური იყო იმ ნაწილში, რომ პირველად ისტორიაში ჩატარდა მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს ყველა აზერბაიჯანელისთვის იყო დღესასწაული.


აზერბაიჯანელებმა ეს არჩევნები როგორც დღესასწაული ისე მიიღეს, თავის რჩეულს მისცეს ხმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი აზერბაიჯანის პრეზიდენტის აზრი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ალიევი თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს განაცხადი გაკეთებული არ აქვს.

ჩვენ გვჭირდება მშვიდი და განვითარებული აზერბაიჯანი, ამიტომ ჩვენ ურთიერთობას უნდა ვალაგებდეთ ყოველდღე ამ ქვეყანასთან, რომ მივაღწიოთ წარმატებებს, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს და გვქონდეს ჩვენი ძლიერი მეზობლის იმედი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, ჩამოყალიბდება პარლამენტი და შესაბამისად მათთან დავამყარებთ ურთიერთობებს"- განაცხადა რამაზ ნიკოლეიშვილმა.


ცნობისთვის, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტია იმარჯვებს. სავარაუდოდ, „ახალი აზერბაიჯანი" უმრავლესობას მოიპოვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია 120 ადგილიან მილი მეჯლისში 68 მანდატს მიიღებს.








0
254
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
254