შოუბიზნესი ცნობილები ანომალიითა და სხეულის ნაკლით, რომლისაც არ რცხვენიათ 2 სექტემბერი, 13:43 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები.
ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. თუმცა, მათ სულაც არ ზღუდავს იმ საქმისგან, რასაც საყვარელი პროფესია ჰქვია და არ რცხვენიათ თავიანთი გარეგნული ნაკლოვანების და რაც მთავარია, ამის გამო კარიერაში ხელი არ შეშლიათ. ცნობილები ანომალიითა და სხეულის ნაკლით, რომლისაც არ რცხვენიათ1. ენდი გარსია. ყველასთვის საყვარელი მსახიობი ენდი გარსია სიამის ტყუპთაგან ერთ-ერთია. სამწუხაროდ მისი ტყუპისცალი ვერ განვითარდა და მას ზურგთან ჰყავდა შეზრდილი. ქირურგიული გზით მას ის მოაცილეს, თუმცა ნაწიბური მას ყოველთვის ახსენებს, რომ ტყუპი დედმამისშვილი უნდა ჰყოლოდა. 2. Seal. ცნობილი მომღერალი სილი მოზარდობისას იტანჯებოდა ნაწიბურებით სახეზე, რომელიც მას სახადმა ინფექციამ - წითელმა ყვავილმა დაუტოვა. ის ახლა თავდაჯერებულია საკუთარ თავში და მიაჩნია, რომ ის მას ინდივიდუალიზმსა და მეტ ხიბლსაც კი სძენს. 3. დენზელ ვაშინგტონი. ყველასათვის საყვარელ მსახიობს კი მარჯვენა ხელზე ნეკა თითი აქვს ცუდად შეხორცებული. მან ის კალათბურთის თამაშის დროს დაიზიანა, მოიტეხა და რადგან დროულად არ მიაკითხა ქირურგს, დღემდე უწევს ამ ნაკლით ცხოვრება, თუმცა ის მას ხელს არაფერში არ უშლის. 4. ხოაკინ ფენიქსი. დიდებული მსახიობი კურდღლის ტუჩით დაიბადა, თუმცა ამან სულაც არ შეუშალა მას ხელი კარიერაში. 5. ჰოლი ბერი. მსახიობს ფეხზე ექვსი თითი აქვს და ეს ძალზედ შესამჩნევია, როდესაც ის ღია ფეხსაცმელს იცვამს, თუმცა ეს სულაც არ აკომპლექსებს და არც კარიერაში უშლის ხელს. 6. ოპრა უინფრი. ისევე, როგორც ჰოლის, ოპრასაც ექვსი თითი აქვს ფეხზე. 7. მეგან ფოქსი. სექსუალურ მსახიობსაც აქვს ნაკლი, რაც შეიძლება ბევრისთვის დღემდე შეუმჩნეველი ყოფილიყო. მისი თითების ფალანგას დაბოლოება არის ზომაზე მოკლე. რაც ფრჩხილის ფორმით ადვილი შესამჩნევია. 8. დენ ეიკროიდი, დანიელ პანაბეიკერი, ეშტონ კატჩერი, რეიჩელ სტივენსი და ტრისა ჰელფერი. მათ ასეთი გადაბმული თითები აქვთ ფეხზე. 9. რიტიკ როშანი. ბოლივუდის მსახიობს მრაჯვენა ხელზე ორი დიდი ცერა თითი აქვს. 10. კაროლინა კურკოვა. მოდელს სულაც არ შეუშალა კარიერაში ხელი ფაქტმა, რომ ჭიპი არ აქვს. ფოტოებზე კი ფოტოშოპს იეენებენ. 11. ტილდა სუინტონსს, მარკ უოლბერგს და ლილი ალენს მესამე ძუძუ აქვს. სხვათა შორის, კერი ანდერვუდსაც ჰქონდა, მაგრამ მომღერალმა მისი მოცილება არჩია. იდუმალი ტილდა მას "ჯადოქრის ნიშანს" უწოდებს. 65 3-ს მოსწონს
|