სხვა აქ რა ხდება? - კადრები საჭირო დროსა და მომენტში 2 სექტემბერი, 12:18 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. რისი კეთება უყვარს თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, სელფის ან ფოტოების გადაღება! როგორც კი სარკეს, მაღაზიის მინებს ან ლამაზ გარემოს დავინახავთ, მყისიერად გვინდება ახალი და ლამაზი ფოტოს გადაღება. ვის არ უნდა, რომ კოლექციას სიახლე შემატოს და მეგობრებს გაუზიაროს? თუმცა, ხშირად არ ვუკვირდებით ფონს, თუ როგორი შედეგი შეიძლება მოგვცეს ახალი ფოტოს გადაღების მცდელობამ. თუმცა, დღევანდელი სტატიის გმირები სულაც არ ცდილობდნენ ფოტოები გადაეღოთ და შემდეგ ეამაყათ ამით. კრებული საჭირო დროსა და მომენტში გადაღებულ კადრებს ეხება. აქ რა ხდება? - კადრები საჭირო დროსა და მომენტში413 4-ს მოსწონს
|