საზოგადოება 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით „ქარვასლაში“ სასკოლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 2024, 2 სექტემბერი, 11:31 ![]() ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ ყველანაირი საკანცელარიო ნივთი, ჩანთა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, სასკოლო ფორმა და სხვა. გამომცემლობა „პალიტრა L“ წარმოგიდგენთ -70%-მდე ფასდაკლებას სრულ პროდუქციაზე. გარდა ამისა, ბავშვებისათვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები მოეწყობა. მისამართი: ცოტნე დადიანის N7, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“. დასწრება თავისუფალია! R 7 შეფასება არ არის
|