x
მეტი
  • 07.10.2024
  • სტატია:137474
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511386
როგორ მოიარა ექიმის თხოვნით ევგენი ლეონოვმა თბილისის საავადმყოფოს პალატები
image

2 სექტემბერს დაიბადა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ევგენი ლეონოვი, ერთ-ერთ საუკეთესო საბჭოთა და რუსი მსახიობი, რომელმაც უამრავი როლით შეაყვარა თავი მაყურებელს, მათ შორის ფილმებით: "ზოლიანი რეისი", "ბელორუსიის ვაგზალი", "არ იდარდო" "იღბლიანი ჯელტმენები", "აფონია", "შემოდგომის მარათონი" "ქინ-ძა-ძა" და მრავალი სხვა.


ცნობილია, რომ ევგენი ლეონოვი იყო დიდი სულის ადამიანი, რომელმაც თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ "კარგი ადამიანის" კონცეფცია შეიძლება პროფესიადაც კი იქცეს.

დღეს გთავაზობთ ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც ფილმი "არ იდარდოს" გადაღების დროს მოხდა.სადაც ნათლად ჩანს მსახიობის დიდსულოვნება.



როდესაც საქართველოში იღებდნენ ფილმს "არ იდარდო!" მსახიობი გიორგი დანელიას თხოვნით საავადმყოფოში დანელიას ნათესავის მოსანახულებლად ერთად წავიდნენ. როგორც კი ევგენი ლეონოვი პალატაში შევიდა, რეჟისორის ნათესავმა და პალატაში მისი მეზობლებმა თავს უკეთ იგრძნეს.


მთავარმა ექიმმა მსახიობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შესვლაც სთხოვა, სადაც მისმა გამოჩენამ იგივე ეფექტი გამოიწვია. ექიმმა მსახიობს სთხოვა: „მოდით რა, ყველა პალატაში შემოვიაროთ!“ და ლეონოვიც დათანხმდა. მხიარული და სანდომიანი ევგენი პავლეს ძე მიუხედავად დაღლილობისა, ყვებოდა ისტორიებს, ხუმრობდა... მას სხვაგვარად უბრალოდ არ შეეძლო.

imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "არ იდარდო"(1969 წელი) გოგი ქავთარაძე და ევგენი ლეონოვი


იხილეთ ამავე თემაზე:


ევგენი ლეონოვის გენიალური სიტყვები ცხოვრების არსზე, თავისუფლებაზე და რწმენაზე


როგორ "ჩაჯდა" ევგენი ლეონოვი სპეციალურად ბუტირკის ციხეში, რათა რეციდივისტის როლი სრულად აეთვისებინა

0
399
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0