x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
საუდის არაბეთში ცხოვრების თავისებურებები, რომლებიც ყველა უცხოელს შოკში აგდებს

image


საუდის არაბეთი - უნიკალური ქვეყანაა, სადაც უძველესი ტრადიციები თანამედროვე რეფორმებთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ცხოვრება "შარიათის" მკაცრ კანონებს ექვემდებარება, რომელიც გავლენას ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს - სამოსიდან დაწყებული სოციალურ ქცევამდე დასრულებული. მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა აქტიურად ვითარდება, სისტემატურად ნერგავს ინოვაციებსა და სულ უფრო ფართოდ უხნის საკუთარ კარებს დანარჩენ მსოფლიოს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს საუდის არაბეთზე, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არაფერი იცოდით.


image


ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მიცემა: 2018 წელს საუდის არაბეთმა გააუქმა კანონი, რომელიც ქალებისთვის ავტომობილის მართვას კრძალავდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ქალებს მართვის მოწმობის აღება არ შეეძლოთ.



image


შეზღუდვები საჯარო შეკრებების დროს: საუდის არაბეთი კრძალავს ნებისმიერ საჯარო შეკრებას სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც გულისხმობს პოლიტიკურ დემონსტრაციებსა და მიტინგებს.



image


გენდერული სეგრეგაცია: საჯარო ადგილებში, როგორიცაა მაგალითად, რესტორნები და კაფეები მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ცალკე ადგილებია გამოყოფილი, რაც ისლამური მორალის სტანდარტების დაცვის მიზნით კეთდება.



image


დრეს - კოდი ქალებისთვის: ადგილობრივებს ქუჩაში გასვლისას აბაიას ტარება მოეთხოვებათ. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი დრეს-კოდი უცხოელი ქალებისთვის საგრძნობლად შემსუბუქებულია, მათ ქვეყანაში ყოფნისას მაინც მოკრძალებული სამოსის ტარება მოეთხოვებათ.




image


ალკოჰოლის აკრძალვა: საუდის არაბეთში ალკოჰოლის მოხმარება და გაყიდვა აკრძალულია. აღნიშნული კანონის დარღვევა ისჯება სერიოზული ჯარიმითა და თავისუფლების აღკვეთით.



image


სამეფო ოჯახის უფლებები: სამეფო ოჯახის წევრებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი და მნიშვნელოვანი პრივილეგიები, მათ შორის პოლიტიკური ძალაუფლება და ეკონომიკური რესურსებიც.



image


ხუთჯერადი ლოცვა: საუდის არაბეთში მკაცრად იცავენ ხუთჯერად ლოცვას. ლოცვის დაწყების დრო ხმის რეპროდუქტორში ცხადდება, შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაღაზიები დროებით იკეტება.


image


კინოთეატრების აკრძალვა: 2018 წლამდე საუდის არაბეთში კინოთეატრები აკრძალული იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ეს აკრძალვა მოიხსნა, და მათი გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.



image


განქორწინება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით: კაცს ცოლთან განქორწინება SMS-ის გაგზავნით შეუძლია, აღნიშნული პროცესი მოხერხებულობისთვის გამარტივდა, თუმცა ეს მეთოდი კრიტიკას დღემდე იწვევს.


image


ვალენტინობის დღის აკრძალვა: საუდის არაბეთში ვალენტინობის დღის აღნიშვნა აკრძალულია, რადგან ის ისლამური ნორმების საწინააღმდეგოდ და მის შეუფერებლად მიიჩნევა.


image


ქვის სახლები ალ - ჰაჯარში: საუდის არაბეთის ამ რეგიონში ქვისგან სახლების აშენების ტრადიცია არსებობს. ასეთი სახლები სიგრილეს შიგიდან შესანიშნავად ინარჩუნებენ.



image


საბანკო მომსახურება "შარიათის" მიხედვით: საუდის არაბეთში ფინანსური ინსტიტუტები მუშაობენ ისლამური ბანკინგის პრინციპებით, რაც პროცენტებსა და ყოველგვარ სპეკულაციებს გამორიცხავს.


image


მუსიკალური კონცერტები: ქვეყანაში ბოლო დრომდე აკრძალული იყო მუსიკალური კონცერტების გამართვა, თუმცა 2018 წლიდან შეზღუდვები შემსუბუქდა, დღესდღეობით, ქვეყანაში მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებები სულ უფრო ხშირად იმართება.


image



აქლემებით რბოლა: საუდის არაბეთში აქლემებით რბოლა - პოპულარული გასართობი და სპორტის ერთ - ერთი გამორჩეული სახეობაა, რომლის გამარჯვებულიც როგორც წესი, სერიოზული ფულადი პრიზით ჯილდოვდება.



image


საჯარო სასჯელები: "შარიათის" კანონის თანახმად, ზოგიერთი დანაშაული ისეთი საჯარო სასჯელების გამოყენებას ითვალსიწინებს, როგორიცაა - გამათრახება ან ამპუტაცია.



image


ვაჭრობის საათები: სამუშაო კვირა საუდის არაბეთში კვირადან ხუთშაბათამდე გრძელდება, შესაბამისად, პარასკევი და შაბათი დასვენების დღეებია.



image


ინტერნეტ-კონტენტის დაბლოკვა: საუდის არაბეთი მკაცრად აკონტროლებს და ბლოკავს ინტერნეტ - კონტენტს, რომელიც ისლამური ნორმების საწინააღმდეგოდ მიიჩნევა.



image


საუდის არაბეთის ტრადიციული სამზარეულო: ის მოიცავს ისეთ კერძებს, როგორიცაა "კაბსა" (ბრინჯი ხორცით) და "მაჩბუსი" (ბრინჯიანი და ხორციანი კერძი), ამ კერძებს ხშირად შეხვდებით დიდ ოჯახურ სადილებზე.



image


ეკონომიკური რეფორმები: "ხედვა 2030"-ის პროგრამის ფარგლებში საუდის არაბეთი მასშტაბურ ეკონომიკურ რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას.








0
330
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
330