x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512627
არტეფაქტი, რომლის მიხედვით, შუმერული ცივილიზაცია წარღვნამდე არსებობდა

როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ გაჩნდა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტობრივად, არსაიდან გაჩნდა.

ძველი მესოპოტამიის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს, ქ. ნიფურში (ამჟამად ნიფერისი, ერაყი) 4 წახნაგიანი კერამიკული პრიზმა აღმოაჩინეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. IV ათასწლეულით არის დათარიღებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს დოკუმენტი უფრო ძველი წყაროდან არის გადმოწერილი და რომ ის, ერთიანი ისტორიული ტექსტის მხოლოდ ფრაგმენტია... – ფრაგმენტი, რომელსაც კაცობრიობის მთელი ისტორიის «გადატრიალება» შეუძლია.


image


ყველასთვის ცნობილია, რომ შუმერი, ჩვენი ისტორიული წარსულის ყველაზე ძველი ცივილიზაციაა. ხოლო ის, თუ საიდან მოვიდა და რატომ იყო ასე განვითარებული «პირველი ცივილიზაცია» დედამიწაზე, მისი წარმომადგენლები, თიხის ფირფიტებზე ამოტვიფრული ტექსტებით, თავადვე «გვიყვებიან».

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ არტეფაქტს, როგორც აღვნიშნეთ, ის პრიზმის მაგვარი ფორმის, 20 სმ-ს სიმაღლის ფიგურაა, რომლის ოთხივე გვერდზე ტექსტია დატანილი. პრიზმას ცენტრში, მთელს სიგრძეზე ხვრელი გასდევს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ის საყრდენიან ხის ჯოხზე უნდა ყოფილიყო ჩამოცმული და კითხვის დროს, მისი აქეთ-იქით მიბრუნება, თითის გაკვრით შეიძლებოდა.

ის, რომ, შუმერები დიდ ცოდნას ფლობდნენ და სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი, კოსმოსის საკითხებში, კარგად ერკვეოდნენ – ოფიციალური მეცნიერებაც აღიარებს! ისტორიული შინაარსის წიგნებში, თუ ცნობარებში, ყველგან წერია, რომ აღნიშნული ცივილიზაცია, შუამდინარეთში, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. მე-5-7 ათასწლეულში ჩაისახა და განვითარდა. მაგრამ, იმის შესახებ, რომ მათ განვითარებაში ნიბირუდან ჩამოსული «ღმერთები» (შუმერები ღმერთებს ადამიანებს ეძახდნენ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. რედ.) ეხმარებოდნენ, არაფერია ნათქვამი.

ახლა კი, რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ არტეფაქტს. მისი გაშიფრვის შედეგად, გაირკვა, რომ მასზე შუმერების «მეფეთა სია» და ის მოვლენებია აღწერილი, რომლებიც ჩვენთვის ძველი აღთქმიდანაა ცნობილი. მაგ., მსოფლიო წარღვნა (თანამედროვე გამოთვლებით, ის ძვ. წ. აღრ. 8122 წ. უნდა მომხდარიყო. რედ.) და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები.

«შუმერთა მეფეთა სია» მონარქიის ჩასახვის დასაწყისიდან იღებს სათავეს და ეს მოვლენა, როგორც ღვთიური დადგენილება ისეა მოცემული: «მეფობა ზეციდან ჩამოვიდა» – ნათქვამია მასში. ხოლო, პირველ მეფეთა მმართველობის ხანა, ფანტასტიკურად ხანგრძლივი იყო:

«მეფობის ზეციდან ჩამოსვლის შემდეგ, მონარქია ერიდუში (თანამედროვე ერაყი) მდებარეობდა. ხოლო, პირველი მეფე ალულიმი იყო, რომელმაც 28 800 წელი იმეფა. შემდეგ, ქვეყანას, 36 000 წლის მანძილზე, ალალგარი მართავდა». ტექსტის მიხედვით, 2 მეფე ხელისუფლების სათავეში 64 800 წელი იყო, ხოლო მეფე ენ სიპად ზიდ ანა შუმერებს მთელი 43 000 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

დოკუმენტის მიხედვით, ძველი მეფეები ქვეყანას, საშუალოდ, 20-30 ათასი წლის მანძილზე მართავდნენ და სწორედ ეს იწვევს მეცნიერების უნდობლობას და ეჭვებს ამ არტეფაქტთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი კი, მაგ., ეტანა, ლუგალბანდა, გილგამეში... მითიური და ლეგენდარული პერსონაჟები არიან, რომელთა გმირული საქციელის სიუჟეტები არაერთ შუმერულ და ბაბილონურ მითებშია ასახული და ისინი სხვა სიებშიც არაერთხელ არიან მოხსენიებულნი.

«სიაში» შესული მმართველთა უმეტესობა, ენ-ქურუმის (შუმ. en) ტიტულს ატარებდა. ასევე, იყვნენ «დიდი ადამიანები», «სამხედრო ბელადები! (შუმ. lú-gal) და ენსები – მშენებელი ქურუმები (შუმ. ensí) (Jacobsen, The Sumerian King List).

ზოგიერთმა მეცნიერმა ყურადღება იმას მიაქცია, რომ «შუმერების მეფეთა სიას» და ბიბლიურ «დაბადებას» შორის, მსგავსება შეინიშნება. მაგ., ბიბლიაში მოთხრობილია მსოფლიო წარღვნის და ნოეს შესახებ, რომელსაც დედამიწის ყველა ცოცხალი სახეობის გადარჩენა უნდოდა. სწორედ ასეთივე სიუჟეტია აღწერილი «მეფეთა სიაში». გარდა ამისა, «სიაში» ფიგურირებს 8 მეფის სახელი, რომელიც ხელისუფლების სათავეში, წარღვნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იყო. აღსანიშნავია, რომ იგივე «დაბადების წიგნში», სამყაროს შექმნიდან – წარღვნამდე, ანუ ადამიდან – ნოემდე, სწორედ 8 თაობაა წარმოდგენილი.

მეცნიერები დიდ ხანს ფიქრობდნენ, შუმერი მეფეების მმართველობის ხანგრძლივ პერიოდებზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მესოპოტამიაში წელთაღრიცხვა სხვა, ჩვენგან განსხვავებული, სისტემით ხორციელდებოდა. მაგრამ, ამ მოსაზრებამ არ გაამართლა, რადგან წარღვნის შემდეგ, ჩამოთვლილი მმართველების ხანგრძლივობის ვადა, ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წარღვნამდე. ის თანდათანობით მცირდებოდა და იმ ვადებს უახლოვდებოდა, როგორიც გვიანდელი მეფობის პერიოდში, 2–3 ათასი წლის წინ იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის მიხედვითაც, ადამიანები წარღვნამდე, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცხოვრობდნენ. მაგ., ადამმა – 930 წელი იცხოვრა, მისმა შვილმა შეთმა – 912 წელი, ხოლო, ნოემ – 950 წელი...

«მეფეთა სიაში», წარღვნამდელი მეფეების მმართველობის წლების დაჯამების შემდე, გამოვიდა, რომ 8 მეფე ქვეყანას 241 000 წლის მანძილზე მართავდა და ისინი «ღმერთები» იყვნენ. ხოლო, წარღვნის შემდეგ, სავარაუდოდ, ხელისუფლების სათავეში «ნახევრად ღმერთები» (ანუნაკების და შუმერების შვილები) და შემდეგ უკვე, ჩვეულებრივი ადამიანები მოვიდნენ.

მეცნიერებს, «შუმერების მეფეთა სიაზე», დღემდე არ გააჩნიათ ერთიანი აზრი. ზოგი თვლის, რომ ის ისტორიული მოვლენების ანასახი, სხვების აზრით კი, – უბრალოდ, ლეგენდების და რელიგიური ისტორიების ნაზავია.

მაგრამ, მეცნიერება მუდმივად ვითარდება და გამორიცხული არც ის არის, რომ მომავალშიც აღმოაჩინონ არტეფაქტები, რომლებიც «მეფეთა სიას» შეავსებს, ან საერთოდ, – უარყოფს.

შუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვები ამტკიცებენ, – რომ მათი პირვანდელი სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერი გერმანიას მართავდა, თუმცა ფიურერსაც ჰყავდა ხელმძღვანელი...

* ეგვიპტელი ფარაონების კავკასიური ფესვები

* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
355
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0