x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ლატერანის ხელშეკრულება – ვატიკანის სუვერენიტეტი

image

მუსოლინიმ 1925 წლიდან თავი ქვეყნის მეთაურად (დუჩე) გამოაცხადა, რომლის გადარჩევის უფლება პარლამენტს არ ჰქონდა. მომდევნო 4 წელიწადში დუჩემ გააუქმა ქვეყნის თვითმმართველობები, აკრძალა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, გააუქმა საპარლამენტო არჩევნები (რომლის ნაცვლად ფაშისტური პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატთა სია პლებისციტით დასტურდებოდა). აიკრძალა თავისუფალი პრესა და პროფკავშირული საქმიანობა. მუსოლინიმ დაგმ სოციალიზმიც და კაპიტალიზმიც, პრიორიტეტულად კი სახელმწიფოს მშენებლობის "მესამე გზა" გამოაცხადა, რომლის მიხედვით მოსახლეობის ყველა ფენას უნდა შეექმნა შუა საუკუნეების გილდიების მსგავსი ერთიანი კორპორატიული დაჯგუფებები, სახელმწიფოს კი კონტროლი უნდა დაეწესებინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინდუსტრიებზე. ახალი იდეოლოგიის თანახმად, ბიზნესის 75% და ბიზნესმენების ქონების ნაწილი სახელმწიფოს გადაეცა.

ფაშისტური დიქტატურის განმტკიცებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუსოლინიმ ახალი ეკონომიკური პროგრამები წამოიწყო: "ბრძოლა მარცვლეულისათვის", "ბრძოლა მიწისათვის", "ოქრო სამშობლოს", თუმცა ამ პროგრამებს რაიმე განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია.
ფაშისტური დიქტატურის განმტკიცება დუჩემ ეკლესიასთან ურთიერთობის დარეგულირებითაც სცადა. ამ მიზნით იგი 1927 წელს მოინათლა. 1929 წელს მან კონკორდატი გააფორმა ვატიკანთან, რომლის თანახმად მუსოლინიმ მიიღო კათოლიკური ეკლესიისაგან ლეგიტიმაცია. სანაცვლოდ კი ვატიკანი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გამოაცხადა. ოფიციალურად შეთანხმებას ხელი მოეწერა 1929 წლის 11 თებერვალს რომში, ლატერანის სასახლეში. კათოლიკური ეკლესიის მხრიდან მას ხელი მოაწერა კარდინალმა გასპარიმ, ხოლო იტალიის მხრიდან დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ.
შეთანხმება ითვალისწინებდა ვატიკანის როგორც "ნეიტრალური და ხელშეუხებელი" ტერიტორიის შექმნას. რომის კათოლიკური რელიგია გამოცხადდა ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად. ლატერანის ხელშეკრულებამ განსაზღვრა კათოლიკური ეკლესიის უფლებები და პრივილეგიები იტალიაში. ეპისკოპოსებმა მიიღეს თავის ოფიციალურ გამოცემათა გამოქვეყნების ოფიციალური უფლება, საეკლესიო დაწესებულებების შენობები განთავისუფლდა გადასახადებისაგან, ოჯახისა და ქორწინების საკითხები გადავიდა ეკლესიის გამგებლობაში, დაწყებით და საშუალო სკოლებში დაინერგა კათოლიკური კათოლიკური რელიგიის სწავლება. ვატიკანს დღეს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული 120_ზე მეტ სახელმწიფოსთან. მუსოლინი პირადად იყო დაინტერესებული ეკლესიასთან ურთიერთობის მოგვარებით, რადგანაც მაშინ მთელს იტალიაში ცნობილი იყო კრისპის ფრაზა, რომ "იტალიის უდიდეს სახელმწიფოში მოღვაწე იქნება ის, ვინც გადაჭრის რომის საკითხებსო", ასეთად მუსოლინი საკუთარ თავს მოიაზრებდა.
0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0