სისხლის სამართალი 44 წლის წინანდელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიგარეტის ნამწვით იპოვეს 2024, 31 აგვისტო, 13:32 ![]() ვაშინგტონის შტატში, აშშ-ში, 44 წლის წინანდელ საქმეში ეჭვმიტანილი იპოვეს სიგარეტის ნამწვზე დარჩენილი დნმ-ის კვალით და დააკავეს. ინფორმაციას Seattle Times ავრცელებს. 1980 წლის თებერვალში პოლიციამ აღმოაჩინა დოროთი მარი სილზელის ნეშტი მის ბინაში. ქალი გააუპატიურეს და შემდეგ გაგუდეს. პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ადგილი დაათვალიერეს, კრიმინალური ნივთმტკიება შეაგროვეს და შეინახეს. ![]() მამაკაცი დაკითხვაზე მიიწვიეს, რა დროსაც მისი დნმ-ის ნიმუშის აღება სურდათ. თუმცა, კუნდერტმა უარი თქვა ნებაყოფლობით მიეცა პოლიციისთვის დნმ-ის ნიმუშები. დაკითხვისას ეწეოდა და წყალს სვამდა, მაგრამ სიგარეტის ნამწვი და ბოთლი ჯიბეში ჩაიდო და თან წაიღო. რამდენიმე თვის შემდეგ პოლიციამ დაიწყო კუნდერტზე თვალყურის დევნება და შეძლეს აეღოთ სიგარეტის ნამწვი, რომელიც მან ქუჩის საფერფლეში დატოვა. ექსპერტებმა შეადარეს მიღებული დნმ-ს და სილზელის ბინაში შეგროვებული მასალის ანალიზი და დაადგინეს, რომ ნიმუშები ემთხვევა. კუნდერტი მაშინვე დააკავეს. ![]() 244 3-ს მოსწონს
|