x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არქეოლოგებმა იპოვეს 2700 წლის ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ფრთოსანი დემონი
image

ისრაელში აღმოაჩინეს 2700 წლის ქვის ამულეტი, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული.




ისრაელში, ტაძრის მთაზე გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 2700 წლის წინანდელი ქვის ამულეტი, რომელზეც გამოსახულია ფრთოსანი დემონი. The Jerusalem Post-ის თანახმად, ის შეიძლება ეკუთვნოდეს ბიბლიაში მოხსენიებულ ადამიანს.

image


გათხრების ხელმძღვანელებმა, იუვალ ბარუხმა და ნავოტ რომმა, აღმოჩენას უკიდურესად იშვიათი და უჩვეულო უწოდეს. მათი თქმით, აღმოჩენილი ბეჭედი შავი ქვისგან არის დამზადებული.


ექსპერტების აზრით, ის ახალი ასურეთის სამეფოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX-VII საუკუნეებშია დამზადებული.

image

ბეჭედზე ამოტვიფრილა წარწერა პალეო-ებრაულად - LeYehoʼezer ben Hoshʼayahu, რაც ითარგმნება როგორც "იეჰოეზერისთვის, ჰოშაიაჰუს ძისათვის". არტეფაქტზე ასევე გამოსახულია ფრთიანი ფიგურის გამოსახულება პროფილში.

image

დემონის გრავიურა შესრულებულია ნეოასურულ სტილში. არქეოლოგმა ფილიპ ვუკოსავოვიჩმა აღნიშნა, რომ ეს არის ისრაელის არტეფაქტებზე აღმოჩენილი პირველი „ჯინი“.


მისი თქმით, ერთი ბეჭდის მორთულობა ასურული და ებრაული კულტურის ელემენტებით, მეტყველებს მათ ურთიერთქმედებაზე პირველი ტაძრის (იგივე სოლომონის)მშენებლობის ეპოქაში - ძვ.წელთაღრიცხვით X-VI საუკუნეებში.

image

ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი ბეჭედი დამცავ ამულეტად გამოიყენებოდა. ვუკოსავოვიჩმა განმარტა, რომ იმ დროს, ჯინები ითვლებოდნენ დამცავ დემონებად.


დოქტორ ბარუხის მტკიცებით, ადამიანებს 2700 წლის წინ ჰქონდათ კომერციული საქმიანობისთვის აუცილებელი კითხვისა და წერის უნარები, სულ მცირე, საბაზისო დონეზე მაინც .


დოქტორმა ბარუხმა ასევე ხაზი გაუსვა ბეჭდის უნიკალურ დიზაინს და აღნიშნა, რომ „ფრთიანი კაცის ფიგურა მკაფიო ნეო-ასურულ სტილში უნიკალურია და მისი გრაფიკულ სტილი ძალზე იშვიათია მისი პირველი ტაძრის გვიანდელი პერიოდისათვის. აქ აშკარად ჩანს ასურეთის იმპერიის გავლენა, რომელმაც დაიპყრო მთელი რეგიონი“.

0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0