x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
რატომ ვერ იტანდა პუტინი მიხეილ გორბაჩოვს?
image

30 აგვისტო(2022წელი) მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალების თარიღია, — სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის უკანასკნელი გენერალური მდივანი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი.




დასავლეთში და აშშ-ში თუ მიესალმებოდნენ მიხეილ გორბაჩოვს, რომელმაც უამრავი დემოკრატიული რეფორმა გაატარა, მათ შორის საბჭოთა სისტემის რეფორმირება (პერესტროიკა); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.გერმანიის გაერთიანება და სხვა:


თუმცა მისი პოლიტიკით უკმაყოფილოები იყვნენ უპირველეს ყოვლისა ყოფილი იმპერიის ცენტრში და მათ შორის მისი მემკვიდრე, ვლადიმერ პუტინი.სსრკ-ს დაშლაში სწორედ მას სდებენ ბრალს.



პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფილმში „რუსეთი. უახლესი ისტორია“, რომელიც ნაჩვენები იყო «Россия 1» არხზე, თქვა, რომ მისთვის სსრკ-ს დაშლა იყო ტრაგედია და „ისტორიული რუსეთის დაშლა“. სახელმწიფომ დაკარგა თავისი ტერიტორიის 40%, საწარმოო სიმძლავრე და მოსახლეობა, რომელიც "იქმნებოდა ათასი წლის განმავლობაში", აღნიშნა პუტინმა.


„ჩვენ გავხდით სრულიად განსხვავებულ ქვეყანა. და ის, რასაც ვქმნიდით ათასი წლის განმავლობაში, დიდწილად დაიკარგა“, - თქვა პრეზიდენტმა.


პუტინმა ასევე ისაუბრა რუსებზე, რომლებიც კავშირის დაშლის შედეგად „ერთ ღამეში აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ“ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე. „შეუძლებელი იყო მათი დაბრუნება, ნათესავებთან გაერთიანება. არც სამუშაო იყო, არც საცხოვრებელი. ეს არის დიდი ჰუმანიტარული ტრაგედია, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე“, - დასძინა მან.


სსრკ-ს დაშლის ყველაზე ცნობილი შეფასება, რომელიც პუტინმა ჯერ კიდევ 2005 წელს ფედერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.მაშინ პრეზიდენტმა სსრკ-ს დაშლას "მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა."


2015 წელს პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად „რუსი ხალხი აღმოჩნდა ყველაზე გაყოფილი ხალხი მსოფლიოში“.


ფორუმის პლენარულ სხდომაზე "Россия зовет!" 2019 წელს სახელმწიფოს მეთაურმა საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზად მისი ხელმძღვანელობის არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა, რამაც გავლენა მოახდინა პოლიტიკურ სფეროზეც. მან დასძინა, რომ სსრკ-ს დაშლას ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნაციონალისტური განწყობის ზრდასთან თითქმის არაფერი აქვს საერთო.


სსრკ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებზე საპასუხოდ, თქვა, რომ დაშლა ეფუძნებოდა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებს და არა ეკონომიკურ მიზეზებს.


2016 წელს პრეზიდენტმა პუტინმა, გააკრიტიკა ვლადიმერ ლენინის იდეები და პოლიტიკაც და განაცხადა, რომ მან გამოიწვია ისტორიული რუსეთის განადგურება და სსრკ-ს დაშლა.


რაც შეეხება სტალინს, პუტინის აზრით სტალინი იყო "თავისი ეპოქის პროდუქტი", რომლის შესახებაც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები - დემონიზაციით დაწყებული და ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი დამსახურების აღიარებით დამთავრებული.

0
480
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0