x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საჭიროა თუ არა კიტრის გათლა?
image

ბევრი ექიმი გვირჩევს, რომ კიტრი არ გავთალოთ, რადგან ბოსტნეულის ეს ნაწილი შეიცავს საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს, მაგრამ მეცნიერები მაინც გვირჩევენ, ხანდახან ამ ხრაშუნა ბოსტნეულის მიღებამდე შევიარაღდეთ ბოსტნეულის სათლელით.


ჩინელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოსტნეულში ნაპოვნი პესტიციდები შეიძლება დაგროვდეს ღვიძლში და გამოიწვიოს ამ ორგანოს კიბო. გამონაკლისი არც კიტრია, სწორედ მავნე ნივთიერებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია კანშია დაგროვილი.


მაშინაც კი, თუ ბოსტნეულს კარგად გარეცხავთ, მართლაც მასში ნაკლები პესტიციდები და ნიტრატები იქნება, მაგრამ მათ სრულად მაინც ვერ მოაშორებთ.



ამავდროულად, მეცნიერები შეგვახსნებენ, რომ ბოსტნეულის რეგულარული მოხმარებას უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის და ეს აღემატება იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს პესტიციდების მცირე რაოდენობა.


და მაინც თუ გსურთ, რომ თქვენ ორგანიზმში არ მოხვდეს მავნე ნივთიერებები, მაშინ აზრი აქვს კიტრის გათლას, აღნიშნავენ ექსპერტები, წერს ჟურნალი Nano Letters-ი.

image

ასე, რომ როგორც სტატიიდან მიხვდით, უმჯობესია დავიჭიროთ "ოქროს შუალედი", გამუდმებით გათლილს ნუ მივირთმევთ და შიგადაშიგ გაუთლელიც შევაპაროთ, რათა არც ზედმეტი პესტიციდები და ნიტრატები მივიღოთ და ნურც სასარგებლო ვიტამინების და მინერალების გარეშე დავრჩებით, რომელიც თავმოყრილია კანში. ესენია ვიტამინი С, ვიტამინი В და В2, ბიოტინი, კაროტინი, ნიკოტინის მჟავა. არ უნდა დავივიწყოთ ვერცხლიც, რომელიც ასევე კიტრის კანში შედის.

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0