x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია" – დავით ზურაბიშვილი
image

ეკონომისტი და პოლიტიკოსი "რესპუბლიკური პარტიიდან" დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კახეთი განსაკუთრებით ახლა გამოირჩევა ხელისუფლების მხარდაჭერით. შესაბამისად, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კახეთი პრორუსული რეგიონია და იქ მაცხოვრებლებისთვის, რუსეთი ღვინის გაყიდვასთან ასოცირდება:



“აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკა ბერძენიშვილმა ერეკლეზე და რას ამბობდა გვარამია ტელევიზიით. ლაპარაკით ბიძინა და მისი მარიონეტები რომ ლაპარაკობენ ღლეობებს, იმისთანა უნდა, მაგრამ ამომრჩეველი მაინც ჰყავთ.


კახეთი ამის გარეშეც ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა მით უმეტეს, რამდენადაც გამოკითხვების მიხედვით ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან.” – წერს ზურაბიშვილი.



ორიოდე კვირის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გოა ჭანტურიამ მსგავის შინაარსის ბრალდება მოხევეებზე დაწერა:


"ყაზბეგში ყოველთვის ასე იყო! რუსეთიც უყვართ ძალიან!"


ნატა ფერაძემ კი სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის მოკლე პოსტი გამოაქვეყნა:



"რეგიონებში პიზ@ეცი გვაქვს, ყაზბეგში ვარ და 95% ქოცია"

1
197
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
197
  
თბილისი ხო აკლებული აქვთ ამათ ამომრჩეველს,ასე იცის,როცა უხოელ დონორებს ემსახურებიან და არა ხალხს. არც ქოცებს არ ყავთ ამ რეგიონებში ბევრი მხარდამჭერი,იმარჯვებს იმიტო რო მეორე მხარეს არაფერი არ არის. არჩევანიც არ არის და რა გაუკვირდა ამ ღლეეს? სადაც შეხება მაქვს ხშირი, ანუ კახეთში და მთიანეთში,პრორუსი იქ არავინ შემხვედრია,პროქართველია იქ 99% და ამას ვერ იტანენ. კახეთში ასე იყო ყოვლეთვის,მოღალატეები ვერ იტანენ კახელებს და მთიულებს,რადგან ერთი ადგილის მოთამაშე ხალხი არ არიან იქ. სათქმელსაც კახურად გეტყვიან და გვერდზეც კახურად დაგიდგებიან,ასევეა მთიულეთში. ამ ორ რეგიონს უფრო მეტი აქვთ საერთო,ვიდრე სხვებს და ეს ახალი ამბავი არ არის,საუკუნეებია ასე მოსდგამთ. ბიძინა ჩოლოყაშვილს კახელების მერე,მთიულების იმედი ქონდა და გააპო ყიზილბაშები,არც სხვები იყვნენ უარზე დახმარებოდნენ ბიძინას. ასევე,ქაქუცა ჩოლოყაშვილის დასაყრდენი ყოველთვის კახელები და მთიულები იყვნენ,მართალია დამარცხდა,თუმცა ფაქტი რო მთიულები და კახელები სიტყვის გაუტეხელი ხალხია მტკიცდება. რაღა შორს წავიდეთ,როცა საქართველო სამეფო სამთავროებად დაიყო,მხოლოდ კახეთმა უერთგულა ცენტრალურ ხელისუფლებას,ესეც ხო ფაქტია ოხერი და ისიც რო საქართველოს მეფე გიორგი VIII იგივე კახეთის მეფე გიორგი პირველია. იმასაც რო თავი დავანებოთ,ერეკლეს კახელების იმედი ქონდა,გაუძღვებოდა წინ და ნებისმიერთან შედიოდა ბრძოლაში,აქაც მთიულები ეხმარებოდნენ. მაგის მერე იყო,ქართლმაც რო გაახილა თვალი,უფრო თეიმურაზმა გაახელინა,მერე იყო იმერეთი და ამიტომაც სთავაზობდნენ ერეკლეს,გამხდარიყო ერთიანი საქართველოს მეფე. ერეკლემ უარი თქვა,რადგან ორ იმპერიასთან შედიოდა კონფლიქტში და ასე ქვეყანა დაიღუპებოდა.
0 1 1