x
მეტი
  • 05.11.2024
  • სტატია:138060
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511812
"არა რა ბედი უნდა ყველაფერში. გამოხტით ახლა კიდევ მისი დამცველნი"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატისა და პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის მხრიდან ეროვნული ნაკრების პარამკლავჭიდელი, ვახტანგ ახობაძის მიმართ გამოვლენილ უპასუხისმგებლობაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ პარამკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ახობაძე ქვეყნაში ისე დაბრუნდა რომ მას აეროპორტში დედის გარდა სხვა არავინ დახვედრია:


image


"ვულოცავ ვახტანგს, ქუთაისსა და სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას. საინტერესოა რატომ არ დახვდა ჩემპიონს შშპ- ინვალიდთა ლიდერის სტატუსით გამოყენებით, მილიონერაად ქცეული ორგზის ქოც-- დეპუტატი, ბიძინას აღვირახსნილი სპიკერი იონათამიშვილი. აბა პარიზში ყოფილიყო ტრენინგი პირდაპირ ეტლით გაფრინდებოდა. არა რა ბედი უნდა ქვეყანას ყველგან და ყველაფერში. გამოხტით ახლა კიდევ მისი დამცველნი, ააააა ალბათ ახლა გძინავთ დილაა."- წერს შალვა ნათელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქუთაისის აეროპორტში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საქართველოში დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპიონს აეროპორტში არც ფედერაციიდან, არც გულშემატკივრებიდან, არც მთავრობიდან და არც მედიიდან არავინ დახვდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. მეტიც ჩემპიონი სახლში აეროპორტში მომლოდინე დედასთან ერთად ავტობუსით დაბრუნდა.




0
628
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
628