x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137419
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511355
ვინ იმღერა და ვინ იმღერებს "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტზე
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო ფაციფუცშია და რეგიონებში მცხოვრებლებს შუშის კაბინის მიღმა მდგარი ბიძინა ივანიშვილის გარდა, გასართობად კონცერტებიც შესთავაზოს.


"მხარდამჭერი კონცერტი" - ამ სათაურითაა დარეკლამებული ფეისბუქზე აღნიშნული კონცერტების შესახებ ინფორმაცია.


მხარდამჭერი კონცერტი დუშეთში დღეს 26 აგვისტოს გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები და ბენდები:


ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე და ჯგუფი NEW ONE.


image

მანამდე, მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა ამბროლაურშიც, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად აქ ჯგუფი "გუფი ლენდი" გაიხარჯა.


კონცერტი დაგეგმილია ონშიც, ხვალ, 27 აგვისტოს, ქალაქ ონში "ქართულ ოცნებას" საკუთარი შემოქმედებით მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანსამბლი "გორდელა", ჯგუფი "მიქსტურა", მომღერალი სალომე ბაკურაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი და "თეატრალური კვარტეტი".


კონცერტები ასევე დაგეგმილია, მომდევნო დღეებშიც, თიანეთში, მცხეთაში, ოზურგეთში, წალკაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, დმანისსა და ბოლნისში.



0
452
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0