კინო პიკანტურ სცენებს არ შეუშინდნენ: 10 მსახიობი ქალი, რომელმაც სახელი თამამ ფილმებში თამაშით გაითქვა 27 აგვისტო, 9:33 თამამ სცენებში თამაშის შემდეგ ქალი მსახიობი ან კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ან ყველასთვის საყვარელი ხდება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ლამაზმანებს, რომლებმაც სახელი ინტიმური ხასიათის სცენებში თამაშით გაითქვეს.მარგო რობი, "უოლ სტრიტის მგელი" (2013)მარგო რობის პირველ საეტაპო ნამუშევრად მარტინ სკორსეზეს "უოლ სტრიტის მგელში" შესრულებული ნაომი ლაპალიას როლი ითვლება. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული სცენა მარგოს გმირის თითქმის შიშველი გამოჩენაა. ამ სცენამ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა და ავსტრალიელ მსახიობს ჩვენი დროის ყველაზე მაცდური მსახიობის იმიჯი საშვილიშვილოდ დაუმკვიდრა.უმა თურმანი, "სახიფათო კავშირები" (1988)ვინ იფიქრებდა, რომ უმა თურმანს კარიერის დაწყება ფილმ "სახიფათო კავშირებით" მოუწევდა. რეჟისორ სტივენ ფრირზის 1988 წელს გადაღებულ ფილმში ის უცოდველ ახალგაზრდა ქალს განასახიერებს, რომლის შეცდენასაც ფილმის მთავარი გმირი ცდილობს. უმა თურმანისთვის პიკანტურ სცენაში თამაში არ წესად, არამედ უფრო - გამონაკლისად იქცა. ამის შემდეგ მსახიობი ეკრანზე ღამის პერანგითაც კი აღარავის უნახავს.ემილი უოტსონი, "ტალღებთან მებრძოლი" (1996)რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა დებიუტანტ ემილი უოტსონს, რომელიც მანამდე მხოლოდ ლონდონის თეატრებში თამაშობდა ფილმში "ტალღებთან მებრძოლი" მთავარი როლი ანდო, მსახიობისთვის ბეს მაკნილის როლი ზედმეტად თამამი და შესასრულებლად უხერხულიც კი აღმოჩნდა, თუმცა ემილიმ როლს თავი ასი პროცენტით გაართვა, შედეგად, ფილმმა მსახიობს მრავალი ჯილდო და ნომინაცია მოუტანა.ჰელენა ბონემ კარტერი, "მტრედის ფრთები" (1997)ჰელენა ბონემ კარტერმა თავისი ეკრანული კარიერის 15 წელზე მეტი კოსტიუმირებულ დრამებში გაატარა, თუმცა 1997 წელს მსახიობმა თავისი შემოქმედებითი დიაპაზონის მკვეთრად გაფართოება გადაწყვიტა. მის გარღვევად კი მსოფლიო კინოში იქცა ფილმები - "მტრედის ფრთები" და "მებრძოლთა კლუბი", სადაც ჰელენა მაყურებლის წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა.ჯესიკა ჩესტეინი, "ჯოლინი" (2008)ჯესიკა ჩესტეინის კინოდებიუტი ფილმში "ჯოლინი" 2008 წელს შედგა, სადაც მან ობოლი გოგონას როლი განასახიერა, და უნდა ითქვას, რომ მსახიობმა შესანიშნავად მოირგო ქალის დრამატული როლი, გარდა ამისა, ფილმში მან რამდენიმე ისეთ სცენაშიც ითამაშა, სადაც ის მაყურებლის წინაშე სრულიად დედიშობილა წარსდგა.შარლიზ ტერონი, "ეშმაკის ადვოკატი" (1997)მას შემდეგ რაც ჯერ კიდევ უცნობი სამხრეთ აფრიკელი მოდელი შარლიზ ტერონი სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, ის რეჟისორების მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ უჩიოდა, თუმცა მათი მხრიდან ერთადერთი შეთავაზება მხოლოდ თამამ ფილმებში თამაში იყო, ის კი მსგავსი სახის კინონამუშევრებში თამაშზე უარს ამბობდა, რადგან გაშიშვლება არ სურდა. დრო გადიოდა, შარლიზს კი სხვა სახის როლებს არ სთავაზობდნენ, ლოს-ანჯელესში კი მოგეხსენებათ ცხოვრება რამდენად ძვირია, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი იძულებული გახდა ფილმ "ეშმაკის ადვოკატში" თამაშს დათანხმებულიყო, სადაც ინტიმური ხასიათის მრავალი ეპიზოდი იყო, თუმცა სწორედ მერი-ენ ლომაკსის როლმა მოუტანა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა და აღიარება.მეგი ჯილენჰოლი, "მდივანი ქალი" (2002)მეგი ჯილენჰოლის მიერ "მდივან ქალში" შესრულებული ლი ჰოლოვეის როლი მის კინოკარიერაში ალბათ საუკეთესოა. რეჟისორ სტივენ შეინბერგის ფილმში მან მაზოხისტი მდივანი ქალის სახე შესანიშნავად მოირგო. კინონამუშევარი თამამი სცენების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ ფილმის წყალობით მოექცა მეგი ჯილენჰოლი რეჟისორთა ყურადღების ცენტრში, ვინაიდან მალევე მას როლები ისეთ სერიოზულ ფილმებში შესთავაზეს როგორიცაა - "შეშლილი გული" და "კეთილშობილი ქალი".დეიზი ედგარ-ჯონსი, "ნორმალური ადამიანები" (2020)ინგლისელმა მსახიობმა საყოველთაო აღიარება სერიალში "ნორმალური ადამიანები" მარიანა შერიდანის როლით მოიპოვა. სერიალში, რომელიც ორი მოზარდის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, არაერთი ინტიმური სცენაა. როგორც ცნობილია გადაღებებს საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტი ესწრებოდა, რომელიც მსახიობებს ამ მეტად საპასუხისმგებლო სცენებისთვის ამზადებდნენ. მაგალითად, დეიზი სტრესის მოსახსნელად საკუთარ თავს შიშველ მდომარეობაში ფოტოებს, შხაპის ქვეშ კი ვიდეოებს უღებდა.
კეტლინ ტერნერი, "Body Heat", (1981)კეტლინ ტერნერის კარიერამ დაღმასვლა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ვარსკვლავს სულიერი წონასწორობა ქრონიკულმა დაავადებამ - რევმატოიდულმა ართრიტმა დააკარგვინა, როდესაც უკვე ბაზარზე ისეთი მედიკამენტები გამოჩნდა, რომლებსაც მსახიობის მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების რიტმში დაბრუნება შეეძლოთ, დრო უკვე დაკარგული იყო - მისი ცხოვრების საუკეთესო წლების უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა მაყურებელს კეტლინ ტერნერი ახსოვს ფილმებით "რომანი ქვასთან", "პეგი სუ თხოვდება", და "სხეულის სითბო", სადაც მან მაცდური ბოროტმოქმედის, მეთი უოლკერის როლი განასახიერა.ნაომი უოტსი, "მალჰოლანდ დრაივი" (2001)ბრიტანელ - ავსტრალიელი მსახიობი ნაომი უოტსი ჰოლივუდში 1990-იანი წლების დასაწყისში გადავიდა. დევიდ ლინჩმა მას თრილერში "მალჰოლანდ დრაივი" მთავარი როლი ანდო, რომელსაც მოჰყვა ფსიქოლოგიური დრამა "21 გრამი", სადაც მაყურებელმა ის დედიშობილა იხილა. ძალიან თამამი სცენების შემდეგ, მსახიობის კარიერა თავბრუდამხვევად განვითარდა, დევიდ ლინჩისთვის კი ის ერთგვარ მუზად იქცა. ერთი წლის შემდეგ მსახიობი ფილმში "ზარი" გამოჩნდა, 2005 წელს კი მან "კინგ - კონგში" მთავარი როლი შეასრულა.549 შეფასება არ არის |