x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ეს არის სამარცხვინო, ყველანაირ სპორტულ მიღწევას აუფასურებს" - გიორგი კანდელაკი გენო პეტრიაშვილზე

image

.

ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი გენო პეტრიაშვილის პოზიციას, რომ სტალინი გორელების ხუთეულში დაასახელა, სამარცხვინოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ განცხადებამ მისი მიღწევები გააუფასურა.

.


„რამდენი მედალიც არ უნდა ჰქონდეს მოგებული ამ ადამიანს, ასეთი წარმოუდგენელი რამის თქმა ხუმრობითაც კი ყველანაირ სპორტულ მიღწევას აუფასურებს”- წერს გიორგი კანდელაკი ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის შესახებ.


კანდელაკი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც გენო პეტრიაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ ვის შეიყვანდა გორელების ხუთეულში, ერთ-ერთი სტალინი დაასახელა.


,
კანდელაკის თქმით, როცა სტალინის განდიდებას ახდენ და მისით ამაყობ, სამარცხვინოა და არანაირი გამართლება არ აქვს. კანდელაკი პეტრიაშვილისგან მის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს.

/

“ეს არის სამარცხვინო ამბავი, რამდენი მედალიც არ უნდა ჰქონდეს მოგებული ამ ადამიანს, ასეთი წარმოუდგენელი რამის თქმა ხუმრობითაც კი (და მე პირადად არ დამრჩა შთაბეჭდილება რომ ხუმრობს) ყველანაირ სპორტულ მიღწევას აუფასურებს. როცა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ათეულ მილიონობით ადამიანის მკვლელის, მსოფლიოში პირველი ტოტალიტარული სისტემის შემქმნელის და საქართველოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის ინიციატორის განდიდებას ახდენ და მისით ამაყობ, სამარცხვინოა და არანაირი გამართლება არ აქვს და ვერასდროს ექნება. თან ზუსტად 1924 წლის აჯანყების და შემდგომი ტრაგედიის 100 წლისთავის დღეებში, როცა სწორედ სტალინის ბრძანებით მინიმუმ 3, 900 ადამიანი დახვრიტეს (რეალური რიცხვი ბევრად მეტია). ბოდიში აქვს მოსახდელი და ეს სიტყვები უკან წასაღები, ხუმრობის შემთხვევაშიც კი. ესაა საბჭოთა რუსულ ოკუპაციასთან და კი, იოსებ ჯუღაშვილთან ბრძოლაში დაღუპული ათეულ ათასობით ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფა, ესაა 1937-38 წლების დიდი სტალინური ტერორის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, ესაა მარო მაყაშვილისა და იუნკრების ხსოვნის შეურაცყოფა. ვინმე ავსტრიელმა რომ ჰიტლერი დაასახელოს პირველ ავსტრიელად. არანაირი განსხვება არაა. სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი.”- წერს პარტია ევროპული საქართველოს ყოფილი საპარლამენტო დეპუტატი გიორგი კანდელაკი.

.

1
366
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
366
  
1 სექტემბერი, 10:11
ადამიანს რო წაკითხულიდან/მოსმენილიდან აზრი ვერ გამოაქვს,პეტრიაშვილის ბრალი არ არის. 5 ყველაზე დიდი გორელი იყო შეკითხვა,რა სტალინი გორელი არ იყო? თუ მასზე დიდი ვინმე ყავდათ გორელებს? არსად არ უთქვამს გენოს რო უყვარს ძია სტალინი ან ეთანხმება მის ქცევებს,დიდი გორელების ხუთეულში დაასახელა. ყველაფერზე გამოკიდება არ შეიძლება,თან ვისგან,იმ რეჟიმის წევრთან,რომლებიც ახალგაზრდებში ხოცავდნენ,აუპატიურებდნენ და იჭერდნენ. ჟურნალისტები ხომ ქვიათ,ხოდა კითხეთ სააკაშვილზე,რას ფიქრობს ეს კანდელაკი? გეტყვით რო უდანაშაულოდ ზის ციხეში,ხოდა ერთი ეგ არის უდანაშაულო და მეორე,მე ვარ ბაგრატიონ-მუხრანსკი. სირცხვილი ილია,ასეთი ხალხის აზრების გავრცელებისთვის
0 1 1