x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ელის უოლტონი - მსოფლიოში უმდიდრესი ქალის საიდუმლოებები
ელის უოლტონი არ არის მხოლოდ Walmart-ის მემკვიდრე, არამედ უნიკალური ბედის მქონე ქალი. როგორ გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ქალი გიგანტური კორპორაციის მენეჯმენტში მონაწილეობის გარეშე? როგორ აქცია ხელოვნებამ, ქველმოქმედებამ და ცხენების სიყვარულმა ელის უოლტონი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად. ამ მილიარდერის ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მილიარდების უკან მხოლოდ ფინანსური გენიოსი არ დგას.



image



ელის უოლტონი Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია და პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის საკვანძო პოზიციას იკავებს. 2024 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით მისმა ქონებამ 870 მლნ დოლარს მიაღწია და Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში მე-19 ადგილს იკავებს. ელის უოლტონი არ არის მხოლოდ უზარმაზარი ქონების მემკვიდრე, არამედ ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ხელოვნებას და ქველმოქმედებას.



Walmart-ის მემკვიდრეობა: მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახი



ელის უოლტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მდიდარი კლანის წევრია. უოლტონის ოჯახში ოთხიდან ყველაზე უმცროსი შვილი და ერთადერთი ქალიშვილია. მისი ოჯახის ერთობლივი ქონება, მათ შორის ძმების რობ და ჯიმ უოლტონების ჩათვლით, 250 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ფინანსური სიძლიერის მიუხედავად ელისი ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას, საკუთარი ბიზნესით და ინტერესებით დაკავებას. ახალგაზრდობაში Walmart-ში მუშაობდა ბავშვთა ტანსაცმლის შემკვეთად, მაგრამ შემდეგ საოჯახო ბიზნესი დატოვა.




image



პირადი ცხოვრება და გატაცება



ძმებისგან განსხვავებით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული Walmart-ის მართვაში, ელის უოლტონმა სხვა გზა აირჩია. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხელოვნებით, რაც საბოლოოდ მისი მოწოდება გახდა. 10 წლისას იყიდა პირველი ნახატი, პიკასოს რეპროდუქცია 2 დოლარად. ხელოვნებისადმი მისი სიყვარული მხოლოდ იზრდებოდა და ამან მიიყვანა საკუთარი კოლექციის და მუზეუმის „ბროლის ხიდები“ შექმნამდე.



image

Walmart-ის და Sam’s Club-ის დამფუძნებელი სემ უოლტონი ქალიშვილთან ელისთან ერთად



ელისი ასევე ცნობილია ცხენების სიყვარულით. წლების განმავლობაში ფლობდა რანჩოს ტეხასში, სადაც ცხენებს ზრდიდა. 2017 წელს რანჩო გაყიდა და გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა სხვა პროექტებზე, რომლებიც ხელოვნებასთან და ქველმოქმედებასთან იყო დაკავშირებული.



image



ელის უოლტონი ორჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ შვილი არ ჰყავს და მისი ორივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. პირველად 24 წლის ასაკში დაქორწინდა ბანკირზე ლუიზიანიდან (აშშ-ს შტატი), მაგრამ მათი ქორწინება მხოლოდ 2, 5 წელი გაგრძელდა. მეორედ დაქორწინდა მუშაზე, რომელიც მათ სახლში აუზს აშენებდა. ამჯერადაც კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა და განქორწინებით დასრულდა. პირადი წარუმატებლობის მიუხედავად, ელისმა გააგრძელა კონცენტრირება მის გატაცებებზე და ბიზნესზე, გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი მსოფლიოში.



კულტურული მემკვიდრეობის და ხელოვნების მფარველი



ელის უოლტონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკული ხელოვნების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. 2011 წელს გახსნა მუზეუმი „ბროლის ხიდები“ ბენტონვილში (არკანზასის შტატი, აშშ), სადაც 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ მუზეუმში განთავსებულია მისი კერძო ხელოვნების კოლექცია, რომელთა საერთო ღირებულება 500 მილიონი დოლარია. მათ შორის არის ჯორჯია ო’კიფის და ედვარდ ჰოპერის ნამუშევრები. 2014 წელს იყიდა ო’კიფის ნახატი 44, 5 მლნ დოლარად, რაც რეკორდული თანხა იყო ქალი მხატვრის ნამუშევრებში.



image



მისი მდიდარი და საჯარო ცხოვრების მიუხედავად, რჩება პიროვნებად, რომელიც ამჯობინებს ჩრდილში მოღვაწეობას, გატაცებებზე კონცენტრირებას.



ქველმოქმედება და წვლილი საზოგადოებაში



ელის უოლტონი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, დიდ თანხებს გასცემს ხელოვნების, განათლების და ჯანდაცვის მხარდასაჭერად. 2016 წელს დაახლოებით 225 მილიონი დოლარის ღირებულების Walmart-ის 3, 7 მილიონი აქცია გადასცა მისი ოჯახის არაკომერციულ ორგანიზაციას Walton Family Foundation-ს.



image



2017 წელს მისმა ფონდმა 120 მილიონი დოლარი გამოყო არკანზასის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლის შესაქმნელად. ელისმა ასევე დააფუძნა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია, ელის ლ. უოლტონის ფონდი, რომელიც აფინანსებს პროექტებს ხელოვნების, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში. უოლტონმა თავისი ფულის ნაწილი პოლიტიკაშიც ჩადო.



ასევე დაგაინტერესებთ:

გაუმაძღარი ყასაბი ან რატომ ააგო იტალიელმა მსოფლიოში უდიდესი ხორცის საცავი

თავაუღებლად მუშაობა: მოდელი ხელების წყალობით დღეში 5 ათას ევროს შოულობს

როგორ დაკარგო სამსახური და გახდე მილიონერი ან „ხრიკების გამანადგურებლის“ ჰაბი ლეიმის ისტორია

როგორ შეძლო სტეფან მანდელმა ლატარიის 14–ჯერ მოგება და გამხდარიყო მილიონერი

მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა

ჩებოლი – როგორ მოახდინა ეკონომიკური სასწაული დაკანონებულმა ნეპოტიზმმა სამხრეთ კორეაში


0
242
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
242