x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აჰა, რას ვამბობდი! ჰოდა, აგერ იძახის,"- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"აჰა, რას ვამბობდი!


ცუდი იდიეაა "ლივერპული", რადგან ვერავინ მისცემს მამრადას გარანტიას, რომ ალისონი წავა-მეთქი.


ჰოდა, აგერ იძახის, არსადაც არ მივდივარო."- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის ფეისბუქპოსტში.


როგორც "ლივერპულის" მეკარემ, ალისონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებას ის ჯერ არ აპირებს და კონტრაქტის ბოლომდე (მინიმუმ ორი წელი) ის არსად წავა, ხოლო მისი პოტენციური კონკურენტის, გიორგი მამარდაშვილის მერსისაიდულ კლუბში ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვაზე მან ასე უპასუხა.


"კლუბი მამარდაშვილის თაობაზე მესაუბრა. ვფიქრობ, კარგი იდეაა. ამის შესახებ იქამდე შევიტყვე, ვიდრე ინფორმაციები სოციალურ ქსელებში გავრცელდებოდა. ჩემთვის ეს პოზიტიური ნიშანია - კლუბისთვის უმნიშვნელო არ არის, რასაც მე ვფიქრობ", - ციტირებს ალისონს ჟურნალისტი პოლ ჯოისი.






0
333
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
333