საზოგადოება
"პარიზში დააკავეს! 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება!"- ვისზე საუბრობს ელისო კილაძე
25 აგვისტო, 14:25
ჟურნალისტი ელისო კილაძე საფრანგეთში, აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მილიარდერს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"პარიზში ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი დააკავეს!
მას ბრალი ნარკოტრაფიკის გავრცელებაში, პედოფილიის ხელშეწყობასა და თაღლითობაში ედება !
20 წლიანი პატიმრობა ემუქრება!
ქართველი ნარკოსელერებიც უსაფრთხოდ მუშაობდნენ ტელეგრამში"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
როგორც საფრანგეთის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, 24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში დააკავეს პაველ დუროვი, მილიარდერი და აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი.
დუროვი თავისი კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა - წერს ვებსაიტი "TF1"-ი და დასძენს, რომ მასზე გაცემული დაპატიმრების ორდერი წინასწარი საპოლიციო გამოძიების ნაწილია.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, გამოძიება ფოკუსირებულია "ტელეგრამზე" მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, პოლიციის აზრით, კრიმინალურ მოქმედებებს უხსნის გზას ამ საინტერნეტო შეტყობინებების ქსელში.
"TF1"-ის ცნობით, დუროვი აზერბაიჯანიდან ჩავიდა და ის ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დააკავეს.