საზოგადოება
"უხერხული კითხვა მაქვს: აბიჟაეტე ტავარიში"- რას წერს ელისო კილაძე
24 აგვისტო, 18:23
ჟურნალისტი ელისო კილაძე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ, 15 აგვისტოს საზოგადოებისთვის წარდგენილ დელეგატებთან დაკავშირებით საგანგებო პოსტს ავრცელებს და წერს:
"უხერხული კითხვა მაქვს:
ოცნების დელეგატები ყველა კაცები რატომ არიან?
ქალებს საპასუხისმგებლო საქმეს აღარ ანდობენ?!
აკი, დედა დედააო?
სადაა ჩემი ნინო(წილოსანი), ჩემი რიმა ბერაძე, ან ირმა ზავრადაშვილი, ან მასონების ტუჩებდაპრუწკული რისხვა?!(გვარი არ მახსოვს)
აბიჟაეტე ტავარიში ქოცი"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა.
"ქართული ოცნების" უკვე ცნობილი 22 დელეგატიდან მხოლოდ რამდენიმეა “ახალი სახე” - 15 დელეგატი არის მოქმედი დეპუტატი და “აგენტების კანონზე” ხელმომწერი, ოთხი - საჯარო მოხელე, ერთი - მოქმედი დეპუტატის შვილი და ერთიც - მომღერალი. მოქმედი დეპუტატების ნაწილი მიეკუთვნება “მილიონერი პარლამენტარებისა” და “მდუმარე კანონმდებლების” ჯგუფებს.