x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138400
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ლამაზებიც ტირიან: ცნობილი მოდელები, ვისგანაც მამაკაცები წავიდნენ
image


საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის მიხედვით, მოდელები მსოფლიოში ყველაზე სასურველ ქალებად ითვლებიან. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველა შეძლებული და წარმატებული მამაკაცი სწორედ ასეთ გრძელფეხება ლამაზმანზე ოცნებობს, რომელიც მასთან ურთიერთობისთვის ყველაფრისთვის მზად არის, თუმცა რეალურად ყველაფერი სულ სხვაგვარად ხდება, და როგორც წესი, გარეგნული სილამაზე ყოველთვის პირადი ბედნიერების გარანტი არ არის. მოდით, ვნახოთ ის ცნობილი ქალბატონები, ვისგანაც მრავალწლიანი, სერიოზული ურთიერთობის მიუხედავად მამაკაცები მაინც წავიდნენ.




ალესანდრა ამბროსიო


image


ალესანდრა ამბროსიოს და ჯეიმი მაზურის ვარსკვლავური წყვილი 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ საბოლოოდ დაიშალა. შეგახსენებთ, რომ მოდელისა და ბიზნესმენის რომანი 2005 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მაზურმა ამბროსიოს ხელი სთხოვა და წყვილი დაინიშნა კიდეც, თუმცა 10 წლის მანძილზე საქმე ქორწილამდე მაინც არ მისულა. 2008 წელს მათ ქალიშვილი, ხოლო 2012 წელს კი – ვაჟიშვილი შეეძინათ.


image





მაშა ნოვოსელოვა


image

ცნობილი რუსი მოდელი მაშა ნოვოსელოვა 6 წლის განმავლობაში პროდიუსერ დიმიტრი რასამთან სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა, რომელმაც ის გრეის კელის შვილიშვილის - შარლოტა კაზირაგის გამო მიატოვა.



image



ელ მაკფერსონი


image


8 წლიანი სერიოზული ურთიერთობის შემდეგ მოდელისა და ბიზნესმენის, ჯეფრი სოფერის ცნობილი წყვილი საბოლოოდ დაიშალა, დაშორების მიზეზი კი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მამაკაცის მხრიდან მოდელის გამუდმებული ღალატი გახდა.


image




ლარა სთოუნი


image


2009 წელს ცნობილი ტოპ-მოდელი კომიკოსს დევიდ უილიამსზე დაქორწინდა, თუმცა 2015 წელს წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა, რომლის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია. ჭორების თანახმად, მეუღლე ლარა სთოუნს გამუდმებით ღალატობდა.


image










0
157
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
157