x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
იცოდით, რომ საჭმელში მარილს აქამდე არასწორად ამატებდით?
სუფრის მარილი (NaCl, ასევე ეწოდება ქვამარილი) — სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალია. მარილის არომატი განეკუთვნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.



საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზირებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდისფერი, ან ღია რუხი კრისტალიზირებული მყარი სხეული, ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან, ან კლდის ნალექიდან. კლდის მარილს, თავისი შემადგენლობის გამო, შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი.




image



ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. მინერალის ან თვით ნატრიუმქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას.




მაშასადამე, მარილი სუფრის და სამზარეულოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ერთეულები არ იყენებენ მას საკვებად და სადილს ამაზადებენ მარილის გარეშე. საყურადღებოა ფაქტი, თუ მომზადების რომელი პროცესის დროს უნდა მოხდეს მარილის ჩამატება? რადგან, მარილს შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც თავად მომზადების პროცესზე, ასევე კერძის გემოზე.




ზოგჯერ მარილს შეუძლია დესერტებს ტკბილი გემოც კი შემატოს. სატელევიზიო შოუმ America's Test Kitchen-მა ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტი, რათა დაედგინა შესაფერისი დრო საჭმელში მარილის დასამატებლად და შედეგი საკმაოდ დამაჯერებელი იყო.



ტესტის პირველ ნაწილში, სადილის მომზადების პროცესში მარილი ბოლოს დაამატეს. ტესტის მეორე ნაწილში კი მომზადების პროცესიდანვე, ანუ თავიდან. შედეგის მიხედვით გაირკვა, რომ მარილის დამატება თავიდანვე საუკეთესო გამოსავალია, რადგან ასე უფრო გემრიელი და მისი გემოთი გაჯერებული გამოვიდა სადილი.



image



მიზეზი მარტივია: თუ მარილს თავიდანვე გამოიყენებთ, ის ბოლომდე შეაღწევს ყველა ინგრედიენტში და გემოც ბალანსირებული იქნება, ბოლოს მოყრილი მარილი კი ან ვერ, ან გვიან შეიღწევა ყველა ინგრედიენტში.



0
304
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0