მუსიკა "მომინდომე რა შენც ჟიგული..." - სახალისო ისტორია გოგი ცაბაძეზე 2024, 24 აგვისტო, 12:24 ![]() ასწლიან იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ სახალისო ისტორიას კომპოზიტორის ცხოვრებიდან: *** .. ბატონ გოგის თავის აპარატში ერთი ერთგული თანამშრომელი ჰყავდა – რეზო ჯინჯოლია. გიორგი, როგორც ჩვენი ყველა ხელოვანი, თავისი ავტორიტეტით, ყველას ეხმარებოდა. ერთხელ ეს რეზო გიორგის კაბინეტში შეიძურწა თხოვნით: – „მოსკვიჩი“ მყავს, ბატონო გიორგი. აბა, დღეს „მოსკვიჩით“ ვინღა დადის? – რა გინდა, კენზო? – კენზო არა, ბატონო გიორგი, რეზო მქვია მე, რეზო. გოგი ცაბაძეს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. ადამიანების სახელებს ვერ იმახსოვრებდა. (ან განზრახ ამახინჯებდა)აიდარს ავლაბარს ეძახდა, ოლიას – თოლიას. ეგ კი არა ნუგზარ კვაშალს – ნუგზარ „კაშხალს“ ეძახდა. – ჰო... რა გინდა, რეზო? – ბატონო გიორგი, „ჟიგული“ მინდა – „03“ და თქვენ ხელი მიგიწვდებათ, თან თავის ფასში. – თავის ფასში – ხილ-ბოსტანში! – გადაბჟირდა კომპოზიტორი, - სადაა, კაცო, ეგრე?! – მინდა, ბატონო გიორგი და რა ვქნა? დამეხმარეთ! – „ხარაშო, სლუშ, პადუმაემ!” (კარგი.მოვიფიქრებთ)– დაჰპირდა ცაბაძე. გულმოწყალე კომპოზიტორმა კაბინეტიდან რეზოს გასვლისთანავე აკრიფა ტელეფონის ნომერი. – „ზავტრა (რუსული ლაპარაკი უყვარდა) კვამ პრიდიოტ მოი ზნაკომი ჯონჯოლია. „ჟიგული” ხოჩეტ...(ხვალ თქვენთან მოვა ჩემი ნაცნობი ჯონჯოლია, "ჟიგული" უნდა) კარიდანვე მობრუნდა მიყურადებული მთხოვნელი: – „ნე ჯონჯოლია, ბატონო გიორგი ა – ჯინჯოლია“. – „ნუ, ნე ადინ ხ... ი?!” – გადაბჟირდა კომპოზიტორი.(ერთი ყ...არ არის?) რეზოს სხვა გზა არ ჰქონდა და „წაუპადხალიმა“. – „კანეშნა, ადინ ხ... ი, ” ბატონო გიორგი, „ტოლკო, როსტ რაზნიე”!(რა თქმა უნდა ერთი ყ..ა მ ხოლოდ სიმაღლეა სხვადასხვა) ცაბაძემ იმდენი იცინა, ძლივს მოაბრუნეს. – „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო კვებზო, „სდელაემ.. სდელაემ”?! – დაბადების დღე მაქვს ორ თვეში და მაშინ გამახარეთ, იუბილეზე. – „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო რემზო. ორმა თვემ მალე გაიარა. გულაფანცქალებული იუბილარი სტუმრად მოსულ, საგანგებოდ დაპატიჟებულ ცაბაძეს მიეგება ორსართულიანი სახლის დიდ ეზოში. გიორგი მანქანიდან გადმოვიდა. – „პალუჩაი, ზაკაზ”! – მიუთითა თავისი მანქანის საბარგულისკენ. ძნელი მისახვედრი არაა... მანქანიდან ერთი ყუთი ლუდი „ჟიგული“ გადმოიღეს. – ეს რაა, ბატონო გიორგი? – პირი გააღო რეზო-კენზომ. – „ტი ჟე გავარილ – „ჟიგული“? – ვოტ, პრინიოს”... – „ია, ია“, – ალუღლუღდა მასპინძელი იუბილარი, – „მაშინუ პრასილ, მაშინა „ჟიგული”. – „ვოტ, ვ მაშინე პივა „ჟიგული“, ა ჩტო ტი ხაწელ?” – „ია მაშინა „ჟიგული“ პაპრასილ“, ბატონო გიორგი. – „აა, მაშინა „ჟიგული“? ეტო ჟე ოჩენ დოროგა სტოიტ, პარენ”, მომინდომე რა შენც, ჩენზოო! ჯინჯოლიას პირი გაუშრა. " ![]() 398 2-ს მოსწონს
|