ფოტოგრაფია გასეირნება გასული საუკუნის თბილისში - ფოტოები (ნაწილი მე-2) 23 აგვისტო, 15:10 მოდით გავისეირნოთ გასული საუკუნის თბილისის ქუჩებში და ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა სხვადასხვა წლებში ჩვენი დედაქალაქი, ვფიქრობ უფროს თაობას საკმაოდ ნოსტალგიურ განწყობაზე დააყენებს.
1.დიღმის მასივი 1970-იანი წლები 2.ასე სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდა გადასასვლელი ხიდი, რომელიც ახლანდელ დადიანის ქუჩას და რკინიგზის სადგურის მოედანს აერთებს. 3.საბავშვო კინოთეატრი "ნაკადული".მდებარეობდა ვორონცოვზე ქორწინების სახლის გვერდით. 4.ძველი ვაგზლის შენობა, სავარაუდოდ 1960-იანი წლები 5.აშშ-ს დროშა.აქ რა ხდება? იქნებ გახსოვთ ვინმეს?ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, 1988 წელი. 6.ცენტრალური ავტოვაგაზალი ორთაჭალაში, 1981 წელი 7.ტრამვაი ვენახებს შორის, თბილისის უნიკალური ხაზი, რომელიც მიემართებოდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისკენ.1984 წლის აგვისტო. ეს იყო სსრკ ს დროს გაკეთებული სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის საცდელი მეურნეობა, სადაც თითქმის ყველა კულტურა მოყავდათ , რომელსაც პეტრე სოხაძე ხელმძღვანელობდა .დამოუკიდებელ საქართველოში ეს ყველაფერი განადგურდა, დაესივნენ და სახლები ჩადგეს. 8.საპარიკმახერო ჭავჭავაძის და ბაზალეთის კუთხეში.1970-იანი წლები. 9.რესტორანი მარაბდა ორთაჭალაში რუსთავისკენ მიმავალ გზაზე-1970-იანი წლები 10.ჭავჭავაძის გამზირი.საბაგირო ვაკე-კუს ტბა-1969 წელი 11.ტროლეიბუსები დინამოს სტადიონთან-1990-იანი წლები 12.ეფექტურად დაჭერილი კადრი-1966 წელი 13.პეკინის გამზირი, მარცხნივ, პირველი შესახვევი, ბახტრიონის ქუჩა და იქვე კუთხეში იყო მაღაზია "ელექტრონიკა" 14."სოიუზ-აპოლონი"-ერთობლივი პროექტი - 1975 წლის 16 ივლისს საბჭოთა ხომალდი "სოიუზი" და ამერიკული "აპოლონი" ერთმანეთს უერთდება ორბიტაზე, რაც პირველი ამგვარი შემთხვევა იყო ამ ორ ქვეყანას შორის.ორივე მხარემ ეს ფაქტი კარგად გამოიყენა ეფექტური პროპაგანდისთვის, კომპანია "ნოვაია ზარიამ" და "რევლონმა " შექმნა ერთობლივი სუნამო "ეპასი", რომელიც ორი განყოფილებისგან შედგებოდა, ერთში საბჭოთა სუნამო ესხა, მეორეში ამერიკული, აგრეთვე დამზადდა კომპანია Philip Morris-ის და ფაბრიკა "Ява"-ს ერთობლივი სიგარეტი "სოიუზ-აპოლო", ამის გარდა სამკერდე ნიშნები, საფოსტო მარკები და ა.შ. სწორედ ამ პროექტის გადმოძახილი იყო თბილისში ამერიკელთა გამოფენა, რომელიც წერეთლის გამზირზე საგამოფენო ცენტრში, საბჭოთა მიღწევების პავილიონებში მოეწყო(ახლანდელი “ექსპო ჯორჯია)და უდიდესი ფურორი მოახდინა, მაშინ პრაქტიკულად არ დარჩენილა თბილისელი მოქალაქე, დიდი თუ პატარა, რომელსაც გამოფენა არ მოენახულებინოს და იქიდან მცირე სუვენირით არ დაბრუნებულიყოს.სწორედ ამ გამოფენის რიგში მდგომებია აღბეჭდილი სურათზე. 15.ზემელი -მარჯვნივ აეროპორტის სალაროები ჩანს, ამჟამად მანდ "მაკდონალდსია " განთავსებული 16.ტრამვაი მთამწინდზე -1977 წელი 17.კონკასთან რესტორანი "მუხრანთუბანი" 18.ტრამვაი თემქაზე თბილისის ზღვისკენ მიემართება ბოლო გაჩერებაზე 19. ეს თბილისი არ არის, მაგრამ ნებისმიერი თბილისელის განტვირთვისთვის საყვარელი ადგილი იყო. 20."ჟიგულის" ავტომაღაზია დიღომში, შემდგომ ავეჯის სახლი.1970-იანი წლები პირველი ნაწილი იხილეთ <<ამ ბმულზე>>510 4-ს მოსწონს
|