x
მეტი
  • 02.11.2024
  • სტატია:137992
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511746
"აი ეს არსება საცივით სავსე საინზე დგებოდა და ისე სვავდა სააკაშვილის სადღეგრძელოს"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" წევრის, ბექა ოდიშარის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ დროს იხსენებს, როდესაც მმართველი გუნდის ზემოაღნიშნული წევრი უახლოეს წარსშულში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს "განსაკუთრებულად" სვამდა:


"აი ეს მარაზმატიკი არსება საცივით სავსე საინზე დგებოდა და ისე სვავდა სააკაშვილის სადღეგრძელოს. ეს ებრძვის ახლა ნაცებს"- წერს ქვეყნის ნომერ პირველი "ლეიბორისტი" "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ბექა ოდიშარიას ქარდს აზიარებს.


image


"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი და ის პოლიტიკური ველიდან უნდა მოიკვეთოს:


"მოსახლეობას არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის აქვთ, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას, ბუნებრივია, არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი. მათი პატრონები მათ აფარებენ ხელს. გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდა სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი.


ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ესაა ქართული სასამართლო. ქართველი ხალხიც ასეთი ტიპის მფარველობის ქვეშ, სამყაროში მობოდიალე დამნაშავე პირების მიმართ, მხოლოდ ეძებს ქართულ სასამართლოში სამართალს. ეს ხალხი უნდა წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე, პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე. ამას ნიურნბერგის პროცესს დავარქმევთ, თბილისის თუ ქუთაისის, მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლე უნდა დაიდოს, შავით თეთრზე დაიწეროს და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიჭიროს.


რა ადგილი ექნებათ ნაციონალურ მოძრაობას, მის სატელიტებს, ამას ვნახავთ მალე, იმ შემთხვევაში თუ ქუდზე კაცი გამოვა და არჩევანს გააკეთებს. ერთ მხარეს იქნება #41, ქართული ოცნება და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი არის ომის პარტიის მოკავშირე ან კიდევ იმის გენერატორი, რომ რამენაირად საქართველო იქნას იმ პროცესებში ჩათრეული, რომელსაც ჯერ კიდევ ქართულმა ოცნებამ მოახერხა და საკუთარი ქვეყანა აარიდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "ოცნების" დეპუტატმა.











0
663
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
663