x
მეტი
  • 26.08.2024
  • სტატია:136704
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510946
არც საფუარია საჭირო და არც საათობით ლოდინი – ფუმფულა ღვეზელი, ნებისმიერი გულსართით

ღუმელში ღვეზლის ახლებურად მოსამზადებლად, ხაჭო დაგჭირდებათ! ხაჭოს ცომი ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი, – საფუვრიანი. ამასთან, უფრო სასარგებლო და მსუბუქიც არის. ღვეზელი კი, ძალიან გემრიელი გამოდის!


image


ინგრედიენტები:


ხაჭო — 250 გრ.
კვერცხი — 1 ცალი
მარილი — 0, 5 ჩ. კ.
შაქარი — 1 ჩ. კ.
არაჟანი — 2 ს. კ.
ფქვილი — 200 გრ.
სოდა — 0, 5 ჩ. კ.
ძმარი — 1 ჩ. კ.


მომზადება:


I. თასში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, მარილი, შაქარი, არაჟანი > ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს (ყველა ინგრედიენტი ან ცივი უნდა იყოს, ან ოთახის ტემპერატურის) > დაასხით სოდას ძმარი და ჩაამატეთ თასში > გაცერით ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

II. მოათავსეთ ცომი პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ მაცივარში.

III. ვიდრე ცომი გაცივდება, მოამზადეთ ნებისმიერი გულსართი: ტკბილი, ან მარილიანი.

IV. გამოიღეთ ცომ მაცივრიდან > გაყავით გუნდებად > თითოეული გუნდა ხელით გააბრტყელეთ > მოათავსეთ მასზე გულსართი და გვერდები შეუწებეთ.

V. მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე ან პერგამენტზე > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ფოტოზე აღბეჭდილი 20 წარმოუდგენელი მომენტი

* მოგზაურობა წარსულში – 30 საინტერესო ფოტოსურათი

* ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს – ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა...

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0